• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, ორშაბათი, 26 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვუშვებ, რომ “ნაციონალებმა” მოატყუეს “ოცნება” და არჩევნების გაყალბებაში ორივეს ხელი ურევია”

ალია ავტორი - ალია
19:30 11-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კოსტიტუციონალისტი, ვალერიან ხაბურძანია:

– ხელისუფლებამ გამოაცხადა კომენდანტის საათი, თუმცა მას უწოდა „გადაადგილების შეზღუდვა“. ამბობს, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავამკაცრო ზომებიო – როგორ გგონიათ საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც  გეგმავს? მეჩვენება, თუ ხელისუფლება მეტად უმატებს დუღილის ტემპერატურას?

– საგანგებო მდგომარეობა ახლა რომ შემოიღონ, ვინმე შეასრულებს ამ საგანგებო მდგომარეობას? ეგ გავლილი მაქვს, ახლა „პარადი მიჰყავთ უპასუხისმგებლო უტვინოებს“, ვინც ჭკვიანია და აზროვნებს, იმათ ჯერ ეშინიათ, ფიქრობენ, ვაიდა, ამ უტვინოებს გაუმართლოთ… მე გარკვეული ალბათობით ვუშვებ, რომ „ნაციონალებმა“ მოატყუეს „ოცნება“, იმიტო კი არ მოატყუეს, რომ ჭკვიანები არიან, არა, ისეთი რამ შესთავაზეს, რაც თითქოს „ოცნებასაც“ აწყობდა – „ოცნებამაც“ და „ნაციონალებმაც“ დაიწყეს სხვა, უფრო მცირე პარტიების ხმების გაყოფა, ერთი შენ, ერთი მე პრინციპით და ეს მოხდა უფრო რეგიონის უბნებში და იქ სადაც ამ ორი პარტიის და მათთან აფილირებილი ადამიანები შეადგენდნენ საუბნო კომისიებს, სხვანაირად ვერ ვიგებ – ნუთუ, მართლა ამდენი დაუბალანსებელი ოქმებია? როგორ? ყველგან ხომ ჰყავდათ კომისიის წვერები „ნაციონალებს“, ზოგან სხვა პარტიებსაც? „ნაციონალები“ იძახიან, გააყალბეს არჩევნებიო, რა სინდისით-ნამუსით  იძახიან, როცა ოქმები არა აქვთ გასაჩივრებული? ეს იყო ალბათ მათი ტაქტიკა. მე რომ ვყოფილიყავი „ნაციონალი“, ღმერთმა დამიფარა, ალბათ, ასე ვიზამდი. ხელისუფლება ამ საქმეში გაიყვანეს, ასე ვთქვათ, წილში და მერე თქვეს, აი, გაყალბდაო. ოპოზიცია არასოდეს არის პასუხისმგებელი არჩევნების გაყალბებაზე, კიდეც რომ აღმოაჩინონ ოქმებში, რომ „ნაციონალებსა“ და ხელისუფლებას აქვთ ხმები დამატებული, რას იტყვის ხელისუფლება? გავაყალბეთ „ნაცებთან“ ერთადო? ყველაზე ცუდი ვარიანტია ეს, ახლა რასაც ვამბობ, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბებაში ერიოს „ნაციონალების“ ხელიც და „ოცნებისაც“, მე ამას დადასტურებულად ვერ ვამბობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ ამის საპირისპირო არავის უთქვამს ან დაუმტკიცებია.

– იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი არჩევნები ჩაინიშნა და „ოცნებამ“ უკან დაიხია, ვის მიემატება იმ ადამიანების ხმები, ვინც ორჭოფობდა?

– უპირატესობა მორალური და პოლიტიკურიც, იქნება „ნაციონალების“ მხარეს. ხალხი მერყევია, „ოცნების“ მომხრეებს ბევრს დაემართება ნიჰილიზმი, დაუჯერებლობა, შიში, „ნაციონალებს“ პირიქით, ეს ფაქტი ფრთას შეასხამს. თუ მიდიოდა ერთი, მივა – სამი, ერთი ამომრჩეველი ექცევა სამად. თუ მესამე ძალის ფორმირებას მოახდენენ ქვეყანაში, მაშინ მესამე ძალა დაიჭერს იმ ხმებს, რასაც დაკარგავს „ოცნება“. რეალურად, „ნაციონალები“ ცალკე სექატაა, უღირებულებო, უფასეულებო სექტა… ისინი ჰგვანან ზვიადისტებს, ცუდი გაგებით ზვიადისტებს, აი, გასაცოდავებული ქალი ზვიადისტები რომ არიან, ისეთს – ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის პოლიტიკური სექტა. სექტა რა არის  – ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც  აქვს განყენებული შეხედულებები და ეს შეხედულებები არის სრულიად უაზრო, არარეალური და საფრთხის მომტანი – ამ თვალსაზრისით ესენი არიან პოლიტიკის სექტანტები. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გაჩნდა ხინჯი – მელიამ უკვე თავი წარმოიდგინა რევოლუციის ლიდერად, გლდანი მოიგო და ახალგაზრდა კაცია, ცოტა რაღაცები ეჩვენება, როგორც ჩანს, იმიტომ გაცოფდა სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე. გარემოცვა ეუბნება, ყოჩაღ ნიკა, – ასე ხდება, ადამიანები ქმნიან ლიდერებს და მერე თავად ადამიანები ღუპავენ ამ ლიდერებს. თქვენ რა გგონიათ, სააკაშვილი ცხოვრებისეული გამბედაობით გამოირჩეოდა? ირგვლივ ჰყავდა ვირეშმაკა, გველაძუა ადამიანები და ეძახდნენ, მიდი, მიშა, მაგარი ხარ, მიდი, მიშა და ეს ხომ სულელია… ასეა, სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, გიჟმა ხიდი გადაირბინა და გადმოირბინაო.

– საპატრიარქო ხმას არ იღებს, არ ულოცავს „ოცნებას“ – ეს ცუდად არ გენიშნათ?

– აი, რატომ უნდა ამოიღოს საპატრიარქომ ხმა? ვის მიულოცოს ჯერ? არ არის არჩევნები დასრულებული. რატომ უნდა იჩქაროს საპატრიარქომ და საერთოდ ვინმეს რატომ უნდა ულოცავდეს რამეს? ეკლესია და სახელმწიფო არის გაყოფილი ერთმანეთისგან, ეკლესიამ შეიძლება გამოთქვას თავისი აზრი პოლიტიკური პროცესებზე, რომლებიც ეხება  მას, ან სულიერებას. არც ერთს და არც მეორეს მიმდინარე პროცესები არ ეხება. თუ სამოქალაქო ომის საფრთხე იქნება, ეს გლობალურია და მაშინ უკვე ეს ეხება ეკლესიასაც და უნდა გამოვიდეს და მოუწოდოს მხარეებს მშვიდობისაკენ.

– როგორ გგონიათ, ოპოზიციას ერთიანი გეგმა აქვს? ის პარტიებიც კი, ვინც „ოცნების“ სატელიტებად მიიჩნეოდნენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, და ისინიც კი, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდნენ – არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

– თუ „ოცნება“ რაღაც პარტიებს აფინანსებდა და ხელს უწყობდა – დაფინანსება და ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო იმ გარანტიით, რომ ისინი მისი მოკავშირეები იქნებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა პარტია თვლის, რომ „ოცნებამ“ ისინი გადააგდო – ანუ, „ოცნებამ“ ეს ხმები ვიღაცასთან ერთად მას მოპარა, ასე თვლის ყველა პარტია, სამწუხაროდ.  არც ერთი პარტია არ არის, რომელიც ამბობს, რომ აი, ჩემთვის არავის მოუპარავს ხმები, მე ვთვლი, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად – სხვა პოლიტიკური სპექტრიდან ჯერ ერთი კაციც ვერ იპოვნეს ამის მთქმელი. შემადგენლობაშიც არა ჰყავთ სხვა პარტიის წარმომადგენლები. ერთი-ორი კაციც რომ შევიდეს, კიდევ რაღაცა ფონი შეექმნებათ. მე მაგალითად, არ მოგატყუებთ, მინდა, რომ შედგეს პარლამენტი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მართალი გზა. მაგრამ, მე მინდა რომ მშვიდობიან ფარგლებში წავიდეს მოვლენები, მაგრამ ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამის საპირისპიროდ აკეთებს ყველაფერს.

– რას ურჩევთ ხელისუფლებას?

– კი ამბობენ, არაფერი მოხდებაო და მეც მინდა, რომ არაფერი არ მოხდეს, მაგრამ  აქეთკენ რომ მიდიხართ და ამ მდგომარეობაში ხართ, ჯერ ერთი, რატომ მოხვდით ამ მდგომარეობაში ეს გაანალიზეთ და მერე მეორე, რაღაც ნაბიჯები მაინც გადადგით, რომ პროცესები ან შეანელოთ, ან შეაჩეროთ. ეს იქნება ბიულეტინების საჯაროდ გადათვლა და თუ ცდომილება არ აღმოჩნდა, ხომ კარგი და თუ აღმოჩნდა – მაშინ, რა გზაა, მიდიხარ განმეორებით არჩევნებამდე. და რაც მალე გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს, მით უკეთესია მათთვის და ქვეყნისთვის, ყოველგვარი რევოლუცია და გადატრიალება ჯამობრივად ყველასთვის ცუდია.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ვალერი ხაბურძანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved