• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვულოცავ ყველას, ვისაც ეს გვჯეროდა” – ნიკა გვარამიას წერილი

ალია ავტორი - ალია
02:12 01-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,812

ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მთავარი ამბავი, რა თქმა უნდა, ეუთოს ე. წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაა. შეიძლება ვინმემ იცის, ეს რას ნიშნავს, მაგრამ ბევრმა, ალბათ, არ იცის: უმძიმეს შემთხვევაში მოქმედებს და 35-წლიანი არსებობის მანძილზე, სულ რამდენიმეჯერაა დაძრული (მაგ., ჩეჩნეთის გენოციდზე, ბელარუსიის დიქტატურაზე და მსგავს შემთხვევევბზე). ბევრს, განსაკუთრებით „მართლმორწმუნე“ იურისტებს, არ სჯეროდათ, რომ ასეთ უპრეცედენტო და უმძიმეს ინსტრუმენტს აამოქმედებდა ეუთო საქართველოში. მიხარია, რომ ისინი შეცდნენ და ვულოცავ ყველას, ვისაც ეს გვჯეროდა, ვინც ამაზე ვიმუშავეთ და ვისაც ზოგადად გვჯერა, რომ სამშობლოს ბედი ერთდღიან ბრძოლებში არ წყდება, რომ მხოლოდ პარლამენტში ჯდომა ნამდვილად არაა პოლიტიკა და უმნიშვნელოვანესი პატრიოტული საქმეები პარტიული ოფისიდანაც, რუსთაველის გამზირიდან და ციხის საკნიდანაც მშვენივრად კეთდება. რეჟიმის დაზიანებას ტვინი და გამბედაობა, გამძლეობა და მოთმინება სჭირდება.

რაც შეეხება მსხვილ მიმდინარე თემებს, რომლებიც არ მგონია, რომ შემთხვევით დამთხვეოდა ოცნებისთვის ეუთოს მიერ გამოტანილ განაჩენს (და დიახ, მოსკოვის მექანიზმის დაძვრაც კი უკვე განაჩენია), მოკლედ დავწერ: ერევანში Nvidia-ს ქარხანა იხსნება და თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტი იხურება. ცხადია, იხურება და არაფერს არ უერთდება. ეს ერთი, და მეორე კიდევ ის, რომ პოლიტიკა ზუსტად იქ იკრძალება, სადაც ის საქართველოში კეთდება – ქუჩაში, პარტიულ თუ NGO ოფისებში, სოციალურ ქსელებში და მედიაში. ეკრძალება ყველას – პოლიტიკოსს, აქტივისტს, ბიზნესმენს, მოქალაქეს, ხელოვანს, ჟურნალისტს. მოკლედ, ყველას, ვინც საქართველოში პოლიტიკას აკეთებს – ნამდვილ პოლიტიკას და არა მის ფორმალურ იმიტაციას.

მაინც მოკლედ ვიტყვი დებატებზე, რომელიც, ცხადია, არ იქნება. და არ იქნება ოცნების გადაწყვეტილებით: დებატებზე უარი (ჯერ კიდევ წლების წინ) ოცნების სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო და არა ტაქტიკური. ამ გზით მათ ერთობლივად რამდენიმე ამოცანა შეასრულეს:
• თავი აარიდეს საზოგადოების წინაშე ტოტალური მარცხების სერიას (ამიტომაც არ დადიოდნენ ოპოზიციურ არხებზე)
• დაცალეს ტვ-სივრცე პროპატანდიტულის გარდა ყველა სხვა ნარატივისგან (ამიტომაც არ უშვებდნენ ოპოზიციას საკუთარ ტვ-ებში), რაც პირდაპირ ეთერში კრიტიკულად განწყობილ ადამიანს გამორიცხავს.
• სრული სტერილიზაცია ჩაუტარეს საკუთარ წევრებს ადამიანური კომუნიკაციის და ყოფითი სოციალიზაციის თვალსაზრისით. ჩამოაშორეს, გააუცხოვეს და, უბრალოდ, ურთიერთობა აუკრძალეს ნებისმიერ „უცხოსთან“, გინდ კოლეგა პოლიტიკოსთან, გინდ ჟურნალისტთან, ნებისმიერ სხვასთან. ემოციური ინვალიდიზაცია და სოციალური იზოლაცია, რაც ამას შედეგად მოსდევს, იწვევს ყველაფერზე წამსვლელობას, ყველაფრის კადრებას, ნულოვან თანაგრძნობას. ამაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი მნიშვნელოვან წილად და მეტი საქმე არ აქვს, ჟურნალისტების გულის მოსაფხანად ხარაკირი გაიკეთოს და თმებით ათრევინოს ზურა ჯაფარიძეს და გიგა ბოკერიას ირაკლი კობახიძე.

და ისე, მაინც, თუ ვინმეს სურს დებატები (და თუ ეგ საერთოდ მოხდა), წავიდეს, ნამდვილად არ ღირს ღელვად. მთავარია, არავინ შეყვა ქოცებს პარლამენტში და არავინ დარეგისტრირდა აგენტად. ზუსტად ამ ორს შორის ვსვამ ტოლობის ნიშანს და ეს ორი მიმაჩნია გარდამტეხ წერტილად ქართულ პოლიტიკურ ბრძოლაში. დანარჩენი ლირიკაა.“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved