საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გორის ჰოსპიტლის შენობების გეგმას ფლობს. Facebook-ზე გავრცელებულ სტატუსში ის ამბობს, რომ გეგმას 2022 წლის “რენჯ როვერში” ან ტყვიავის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთში გაცვლის.
“ვცვლი გორის ჰოსპიტალის სამივე შენობის გეგმას 2022 წლის Range Rover Autobiography-ში. თუ მაგდენი არ შეგიძლიათ, მაშინ ტყვიავის შემოგარენში 30 ჰექტარ მიწაში.ფერი უნდა იყოს პეტროლიქს ბლუ. პორტოფინო ბლუზეც თანახმა ვარ. ნაკლები არ შემომთავაზოთ. ნომრები არ მინდა, მე თვითონ ავიღებ.ელექტრო განაწილების გეგმას ვიძლევი საჩუქრად“, – ნათქვამია ირაკლი ოქრუაშვილის Facebook სტატუსში. გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ სამკურნალოდ გადაიყვანეს.
კომენტარები