• რეკლამა
  • კონტაქტი
05:27, კვირა, 12 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვწუხვართ, როცა საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ევროპის ძალისხმევას, რომლის მიზანია რუსეთის აგრესიის შეკავება” – ბრიტანეთის ელჩი

ალია ავტორი - ალია
13:44 08-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთტ უორდი აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვიდეომიმართვაში, რომელიც საელჩოს გვერდზე ვრცელდება, უორდი ქართულად საუბრობს.

მისი თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.

დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ვიხსენებთ მათ, ვინც ამ ომს შეეწირა და ასევე ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო, საკუთარი სახლების მიტოვება მოუწიათ. დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია.

ამ აგვისტოს 1 წელი შესრულდა, რაც მე დავიწყე ჩემი საქმიანობა, როგორც მისი უდიდებულესობის ელჩმა საქართველოში. ამ პერიოდში, ვეწვიე სოფელ ერგნეთს, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხრეთ ოსეთში. ასევე ვეწვიე ენგურის ხიდს, რომელიც რიონზე გადადის აფხაზეთის მიმართულებით.

ასევე მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან, ქალ ელჩებთან მშვიდობისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და ასევე ახალგაზრდებთან გალის რეგიონიდან.

საკუთარი თვალით ვიხილე ომის შედეგად გაყოფილი საზოგადოების გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უკვე 30 წელზე მეტია, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ერთად მუშაობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით. დიდ ბრიტანეთ სურს, იხილოს წარმატებული, ერთიანი საქართველო, რომელსაც შეეძლება უსაფრთხოების პარტნიორების თავისუფლად არჩევა.

ვწუხვართ, როცა საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ევროპის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას უკრაინასა და ევროპაში. დიდი ბრიტანეთი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასამყარებლად. სწორედ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved