• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, დავუდგეთ დემონსტრანტებს გვერდით” – რატი თვალავაძე

ალია ავტორი - ალია
02:52 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24,143

თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მოქმედი მაღალჩინოსანი, რატი თვალავაძე, წერს:

“მეგობრებო, ყველა ზღვარი გადალახულია, დამდგარია გადამწყვეტი მომენტი.
ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, პატივს ვცემ აქ გატარებულ თითოეულ დღეს და ვაჟკაც ოფიცრებსა და სერჟანტებს, რომლებთანაც ურთიერთობა ყოველდღიურად მქონდა, ვაფასებ იმასაც, რაც ერთად გაგვიკეთებია აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებისა და დასავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთთავსებადობისთვის, თუმცა კაბინეტებში გამოკეტვის დრო აღარაა, აღარაა დრო არც ევფემიზმების, აბსტრაქციებისა თუ დიდაქტიკის; ახლა დრო არის ერთადერთის – პროტესტის. დღეს, რადგან სხვა შემთხვევაში – ხვალ აღარ იქნება.

მოვუწოდებ ყველა ჩემს მეგობარ თუ არამეგობარ საჯარო მოხელეს ყველა უწყებაში, დააფიქსირეთ პოზიცია ხმამაღლა და დააფიქსირეთ ახლა, დატოვეთ თანამდებობები, გამოდით ქუჩებში.

მოვუწოდებ პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს, დაუდგნენ დემონსტრანტებს გვერდით ყველა იმ საშუალებით, რომლებიც აქვთ – განცხადებებით, სანქციების მოთხოვნით საკუთარი მთავრობებისგან.

მოვუწოდებ ჩემს სტუდენტებს (რომელთაც მოწოდება ისედაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ), ის, რაზეც წლების მანძილზე აუდიტორიებში გვისაუბრია საფრთხის ქვეშაა – იმ თავისუფლებას, რომელიც გვაძლევდა შესაძლებლობას თამამად გვესაუბრა იდეებსა და ღირებულებებზე, უპირებენ ფეხ-ქვეშ გათელვას. ისედაც ყველას კარგად გესმით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დასავლეთთან კავშირების საბოლოო ჩაჭრა ნიშნავს ბნელ პრო-რუსულ ტოტალიტარიზმს, რომელიც შემოაღწევს ყველა აუდიტორიასა და უკლებლივ ყველა იმ ოჯახში, რომელიც არ გაუწვება რეჟიმს. დაიცავით საკუთარი მომავალი ახლა!

და მუდმივად გქონდეთ რწმენა: ეს არ იქნება 1921, საქართველო არ დაკარგავს დამოუკიდებლობას; და ჩვენ ვერავინ, ვერავინ, ვერავინ ვეღარასდროს დაგვაბეჩავებს – საქართველო არ იქნება ჩეჩნეთი და საქართველოს შვილებს რუსები ვერ წაიყვანენ თავიანთ ბინძურ და სხვა ერების გამაუბედურებელ ომებში, გადავთელავთ ყველას, ვინც წინ დაგვიდგება ცივილური, ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved