• რეკლამა
  • კონტაქტი
19:02, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვტოვებ საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ სამსახურს” – კორეაში საქართველოს ელჩი

ალია ავტორი - ალია
16:48 12-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თარაშ პაპასქუამ დიპლომატიური საქმიანობა ადრე დაასრულა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი მიდის. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს:

“ძვირფასო მეგობრებო და გულშემატკივრებო! 22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. ოჯახთან ერთად, საბოლოოდ ვბრუნდები საქართველოში. მიზეზები და გარემოებები, აღარცაა საინტერესო… სამომავლო გეგმებზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის.

რაც შეეხება კორეაში საქართველოს ელჩობას (პირველი ქვეყანა ელჩის რანგში), ეს იყო მართლაც გამორჩეული პატივი და პასუხისმგებლობა. ამ შესაძლებლობისთვის და ჩემი კანდიდატურის წარგენისთვის ყოფილ მინისტრს ილია დარჩიაშვილს მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო! ჩრდილოეთ აზიის ამ მართლაც უძველესი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაში, რომელიც დღეს აზიაში მე-4 ეკონომიკაა, ჩემს საქმიანობას დიდი შემართებით, ენთუზიაზმითა და მონდომებით შევუდექი. სამხრეთ კორეა მართლაც გამორჩეულია ბევრი თვალსაზრისით.

ყველაზე მთავარი კი, ალბათ არის ის, რომ კორეელმა ხალხმა შეუძლებელი შეძლო და სულ რაღაც სამოცდაათი წლის წინ, კორეის ომის დასრულების დროს (1950-1953) ერთერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან, დღეს მსოფლიოში ერთერთ ლიდერ სახელმწიფოდ გვევლინება როგორც დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცების, ასევე ინოვაციებისა და მომავლის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების კუთხით.

უძველესი და ულამაზესი კულტურული მემკვიდრეობა, მსოფლიოში კორეული კულტურის, ე.წ. k-pop-ის, k-drama-ის, k-beauty-ისა თუ k-food-ს ვირუსული გავრცელება ხომ თავისთავად ცალკე აღფრთოვანებისა და დაფასების საგანია.

საქართველო-კორეის ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ვფიქრობ განვლილი სამი წელი არც თუ უშედეგო იყო, გვქონდა ბევრი წარმატებაც, ასევე იყო წარუმატებლობაც, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო სამ წელიწადში მსოფლიო გეო-სტრატეგიული ვითარება წარმოუდგენლად შეიცვალა, რამაც რა თქმა უნდა გავლენა იქონია ჩვენი ურთიერთობების დინამიკაზეც (აშშ-ჩინეთის სტრატეგილი კონკურენცია; რუსეთის ღია აგრესია და დამანგრეველი ომი უკრაინის წინააღმდეგ; რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია; რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა ჩრდილოეთ კორეასთან, რითაც ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციის რისკი კრიტიკულად გაიზარდა; ახალი ცხელი წერტილები ჩვენსავე რეგიონსა და სამეზობლოში).

ამასთან, მიუხედავად მართლაც ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობისა, საქართველო-კორეის კონტექსტში, რაც საჯარო ინფორმაციაა, 2023 წელს, სამწუხაროდ ვერ დავუჭირეთ მხარი “მსოფლიო ექსპო 2030”-ის არჩევნებში ქ.ბუსანის კანდიდატურას, რომელიც კორეისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პრიორიტეტიც კი იყო. რა თქმა უნდა, ქვეყანას ყოველთვის უწევს არჩევანის გაკეთება რომელიმე პარტნიორის სასარგებლოდ და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა იმ დროს, როგორც ახლად დანიშნულ ელჩს, ძალიან კარგად მახსოვს რამხელა ძალისხმევა, დრო და რესურსი დაუთქმო კორეამ კონკრეტულად ამ საკითხს და შესაბამისად, დროც ბევრი დაიკარგა ომრხრივი ურთიერთობების დინამიკაში.

ასევე, 2024 წლის 3 დეკემბერს, კორეაში მოხდა ის რაც ბოლო 40 წელი არ მომხდარა – გამოცხადდა საგანგებო საომარი მდგომარეობა, რომელსაც მოყვა პრეზიდენტის მყისიერი იმპიჩმენტი, თანმხლები მწვავე შიდა პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება არჩევნების გზით 2025 წლის 3 ივნისს. სამწუხაროდ, არც ჩვენს ქვეყანაში განვითარებული შიდა პოლიტიკური ვითარება აღმოჩნდა სახარბიელო. ბოლო არასრულ ორ წელიწადში, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა საგრძნობლად შესუსტდა და საქართველოს იმიჯი კი, მნიშვნელოვნად დაზიანდა.

და მაინც, ამ ყველაფრის ფონზე, მოკლედ ვიტყვი რისი მიღწევა მოხერხდა: – კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ, აღვადგინეთ სეული-თბილისის პირდაპირი ჩარტერული ფრენები; სამ წელიწადში პრაქტიკულად გაოთხმაგდა კორეელი ვიზიტორების რაოდენობა; – 8 თვეში წარმატებით დასრულდა კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. – 2024 წლის ნოემბერში, კორეამ ოფიციალურად რეზიდენტ საელჩოს სტატუსი მიანიჭა საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თბილისში; KOTRA-ს ოფისიც გაიხსნა 2025 წლის ნოემბერში. და რაც ასევე ერთერთი მნიშვნელოვანია, 2025 წლის 3 ივნისს, 17 წლის მანძილზე პირველად, კორეამ მხარი დაუჭირა გაეროს გენ. ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კორეელ კოლეგებს და პარტნიორებს მათი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობას ვუხდი კორეელ ხალხს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოჩენილი სითბოსთვის, ყურადღებისა და ზრუნვისთვის. ამ დროის განმავლობაში უამრავი კორეელი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც ჩვენი ურთიერთობები აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება.

გულითადი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე, კორეა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved