• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვტოვებ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – ნინო კვიტაიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:47 01-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,538

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნინო კვიტაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ვტოვებ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და შესაბამისად თბილისის საკრებულოში ფრაქციას. ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად. დღეს, ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ზაზა გოგავას სახელით, საკითხი დამიყენა ასე: ან ემორჩილები პარტიის მენეჯმენტს, მის დავალებებს, ან ირჩევ საკუთარ გზას და ნიკა გვარამიას. გასაგებია და ალბათ ლოგიკურიც: პარტიის მენეჯმენტში მომხდარი ცვლილებების მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს და რაკიღა პარტიას დღეს ეს საკმარის წინაპირობად მიაჩნია ჩემი ნაცმოძრაობის რიგებში არყოფნისთვის, მე არ ვაპირებ დაველოდო გარიცხვას და თავად დავტოვებ ნაცმოძრაობას.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და დღეს საქართველოში პოლიტიკურ ველზე მყოფთაგან ერთადერთ ადამიანი, ვისაც ქართული ოცნების პერიოდში ნულიდან წარმატების შექმნის გამოცდილებაც აქვს და ქოცებთან გამარჯვებებისაც. ზუსტად ვიცი, ახლაც ის შეძლებს ცვლილებების მოტანას და ქართული ოცნების დამარცხებას. მის გარეშე მე ამ ბრძოლას ვერ ვხედავ. ვირჩევ გზას მის ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად, რომელთაც უკვე კარგად ვიცნობ და მათი კომპეტენციით, გამბედაობით და ბრძოლისა და ცვლილებების ჟინით სრულიად აღფრთოვანებული და ძალიან მოტივირებული ვარ.

თავისუფლებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. წარმატებას ვუსურვებ ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ენმ-ის წარმატება ქვეყნის წარმატებისთვის იყო და რჩება მნიშვნელოვან წინაპირობად.”

თეგები: ნინო კვიტაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved