• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი. ერთადერთი გზა ეს არის იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება“ – ბაჩო ახალაია

ალია ავტორი - ალია
14:53 02-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ადვოკატი ანი ნადარეიშვილის თქმით, ახალაიას სასამართლო სხდომა იმიტომ დახურეს, რომ “საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე”.

ნადარეიშვილის თქმით, საქმექში არაფერი დევს, ხოლო გამოძიება დასრულებულია. რაც შეეხება 2025 წლის 4 ნოემბერს სამთავრობო TV იმედის მიერ გავრცელებულ ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის შესაძლო საუბარის ამსახველ აუდიოჩანაწერს, ნადარეიშვილის ცნობით, სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ “ჩანაწერი არის ყალბი”.

“არანაირი მტკიცებულება, მოწმე არ არსებობს და ზუსტად ამიტომ არის დახურული სხდომა, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს ის სიმართლე, რისთვის ჰყავთ ბაჩო ახალია დაკავებული.

მაქვს ინფორმაცია, რომ საქმეში არაფერი არ დევს საერთოდ, გამოძიება დასრულებულია, არაფერი დაუმატებია გამოძიებას, დღეს არის წინასასამართლო სხდომა და არანაირი მტკიცებულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ არსებობს საქმეში.

[ის, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული იყო] ისედაც ვიცოდით ყველამ, რადგან ამ ჩანაწერით არ წაუყენებიათ ბრალი და არც გამოუყენებიათ. დევს, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნა. არ აქვეყნებენ. პროპაგანდისტული მედია იყენებდა ამას, რომ ადამიანებზე ზემოქმედება ყოფილიყო. არ აქვეყნებენ მიზანმიმართულად, დევს დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩანაწერი არის ყალბი”. – თქვა ნადარეიშვილმა TV პირველთან.

ვრცელდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მოსამართლე ლევან გელოვანისადმი მიმართვა:

 

უბედურებაა ისაა, რომ რაც მეტი დრო გაივლის, ამის მერე უფრო ძვირი დაგვიჯდება.
ერთი განსაკუთრებული ჭეშმარიტება არსებობს, დიქტატურა არ წასულაა ჯერ არსაიდან მშვიდობიანად. არჩევანი დიდი არ არის. ეს პროცესი შიშის დათესვას ემსახურება. მე მეშინია როცა დიქტატურაში ვცხოვრობთ. ყველას გვეშინია, გაბედვას ვეძახით იმას, ვინც შიშის პირობებში მაინც მოქმედებს.

ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი. ერთადერთი გზა ეს არის იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია…დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება. დასამხობი და გამოსაყრელია ყველა მისი ჩინოვნიკი კაბინეტიდან, წიხლებითაა გამოსატანი“, – განაცხადა ახალაიამ.

თეგები: ბაჩო ახალაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved