• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვთვლი, რომ ახლა ასეა სწორი… მისურვეთ წარმატება, აუცილებლად დამჭირდება” – ბახვა ბრეგვაძემ ტელევიზია დატოვა

ალია ავტორი - ალია
14:59 07-30-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,303

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ “იმე­დი“ და­ტო­ვა, ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვან­მა “ინ­სტაგ­რამ­ზე” და­წე­რა. ბრეგ­ვა­ძე წერს, რომ ორი­ვე გა­და­ცე­მა “მე­ლო­მა­ნიც“ და “დი­ლის შოუც“ რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი იყო და მა­შინ დას­რულ­და, რო­დე­საც პიკ­ში იყო.

„ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ერთი ან ორი წელი ვი­მუ­შა­ვებ­დი იქ და მერე ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბას თუ გა­მოც­დას სხვა პრო­ფე­სი­ებ­ში. გა­მიგ­რძელ­და… გა­მიგ­რძელ­და, იმი­ტომ რომ, შე­მიყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა, პირ­ველ რიგ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი და გუნ­დი, ვის­თან ერ­თა­დაც ამ გა­და­ცე­მებს ვა­კე­თებ­დი.

შე­მიყ­ვარ­და პრო­ცე­სი, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, მა­ყუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სოც ქსე­ლებ­ში, ქუ­ჩა­ში თუ ყველ­გან, უდი­დეს სიყ­ვა­რულს და სით­ბოს გა­მო­ხა­ტავ­დნენ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბის თუ ჩემს მი­მართ. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა და და­მაკ­ლდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ვთვლი რომ ახლა ასეა სწო­რი. მო­ვი­და სი­ახ­ლე­ე­ბის დრო, ამი­ტომ ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში, გა­დავ­წყვი­ტე რომ ეს ჩემი ბოლო სე­ზო­ნი იქ­ნე­ბო­და.

ცხა­დია, წი­ნას­წარ შე­ვა­ტყო­ბი­ნე და ყვე­ლა გა­ვაფრ­თხი­ლე. ამი­ტომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ვის­თვის არ იქ­ნე­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს ჩემ­გან მად­ლო­ბას, ხოდა უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ხელი შე­მი­წყო და და­მეხ­მა­რა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­კე­თე­ბი­ნა ის რაც მინ­დო­და და ისე რო­გორც მინ­დო­და. ჩემს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­გარ გუნდს დიდი მად­ლო­ბა, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ძვირ­ფას მა­ყუ­რე­ბელს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კარ­გიც იყო და ცუ­დიც, სი­ხა­რუ­ლიც და ნერ­ვი­უ­ლო­ბაც , მაგ­რამ აქ­ცენტს კარ­გზე ვა­კე­თე, რად­გან, დიდი წილი, და­დე­ბი­თი მო­გო­ნე­ბა მო­მაქვს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან.

სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ, თუმ­ცა მა­ინც დავ­წერ რომ ჩემი აზ­რით, ორ ძა­ლი­ან კარგ გა­და­ცე­მას ვა­კე­თებ­დით ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში – “დი­ლის შოუს” და “ მე­ლო­მანს ” ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნით, ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ, შევ­კა­რით, და­ვა­ლა­გეთ. და­აგ­ვიმ­ტკი­ცეს და ჩვენ­ვე გან­ვა­ხო­ცი­ე­ლეთ. ამი­ტომ, გა­საკ­ვი­რი არც არის რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­გი გვაქვს ამ პრო­ექ­ტებ­ზე და მარ­თლა შვი­ლი­ვით ვუვ­ლი­დით და ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით ორი­ვე გა­და­ცე­მას.

ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვართ ამა­ყე­ბი ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბით, სტუმ­რე­ბით, აღ­მო­ჩე­ნე­ბით, რთუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, რე­კორ­დუ­ლი და მზარ­დი რე­ი­ტინ­გით, მუდ­მი­ვი გა­მარ­ჯვე­ბე­ბით… მოკ­ლედ, კარ­გი იყო რაც იყო… რე­ი­ტინ­გის პიკ­ში სა­ნამ არის, მა­შინ რომ დას­რულ­და, ესეც რა­ღაც მხრივ მა­გა­რია. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა სულ ყვე­ლას. მთე­ლი გუ­ლით წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ. მეც მი­სურ­ვეთ, აუ­ცი­ლებ­ლად დამ­ჭირ­დე­ბა და გა­მო­მად­გე­ბა ახალ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში. რო­გორც მიხ­ვდით, ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან ამ ეტაპ­ზე დას­ვე­ნე­ბას ვა­პი­რებ. ამი­ტომ რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი არ ვიცი, ვნა­ხოთ. ისე, მხო­ლოდ წინ და წინ”, – წერს ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე “დი­ლის შოუს“ წამ­ყვა­ნე­ბი იყ­ვნენ ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი, სა­ლო­მე არჩბა და კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მარ­ტში კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­ვი­ზია პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა, კინ­წუ­რაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს უკავ­შირ­დე­ბო­და.

“სხვა­თა შო­რის, რა თქმა უნდა, ხდე­ბა ასეც. მე იმე­დი­დან რე­ა­ლუ­რად, 1 კვი­რის წინ წა­მო­ვე­დი, რად­გან ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი იყო უკა­ნას­კნე­ლი წვე­თი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი საბ­რძოლ­ვე­ლი აქვს და ამ ბრძო­ლა­ში ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რაც და­აგ­რო­ვა შეგ­ნე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით. მე ვერ ვი­სა­უბ­რებ სხვებ­ზე, თუმ­ცა, იმედ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩემი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ეს წლე­ბია, ჩემს გვერ­დით ის­ხდნენ. მათ დიდ პა­ტივს ვცემ, ვიცი მათი გან­წყო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მათ სა­კუ­თა­რი ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვთ და თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იტყვი­ან სათ­ქმელს”, – ამ­ბობ­და მა­შინ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved