• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვშიშობ, “კავკასუს ონლაინი” ჰყავთ მიზანში ამოღებული” – რაში ადანაშაულებს ბექაურს მეთიუ ბრაიზა?

ალია ავტორი - ალია
20:20 07-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

„ვშიშობ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ბრაიზამ უპასუხა კახა ბექაურის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „კავკასუს ონლაინს“ წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიემართა კომისიისთვის, მაგრამ ეს ვალდებულება არ შეასრულა.

„შეიძლება, კომისია ამბობს: „იცით, თქვენ ჩვენი ინფორმირება სიტყვიერად მოახდინეთ, მაგრამ ეს წერილობით უნდა გააკეთოთ“. მაგრამ სხვათა შორის, ასეთი დავები სხვა ტრანზაქციების შესახებაც იყო, მათ შორის, აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით და ყველა შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია ამბობდა: „კარგი, კარგი, გვესმის. კარგი იქნებოდა, რომ ეს ჩვენთვის წერილობით ან რაიმე სხვა ფორმით შეგეტყობინებინათ, თქვენ ამბობთ, რომ სიტყვიერად შეგვატყობინეთ, თუმცა ამაზე არ იდარდოთ, შეთანხმებას დავუშვებთ“. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კომისიამ თქვა, რომ არა, ამ გარიგებას გავაუქმებთო“

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი გარკვეულწილად „კავკასუს ონლაინთანაა“ დაკავშირებული, ბრაიზამ უპასუხა, რომ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით პროცესში გარკვეული უცნაურობა შეინიშნება.

„რაღაც ძალიან უცნაურია იმაში, თუ როგორ მიიწევს წინ ეს პროექტი. მოსმენები გვიან ღამით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, დიდი აჩქარებით. ასეთი სიჩქარე რა საჭიროა? რატომ არ უნდა იყოს ნორმალური განხილვები, რა არის ფარული დღის წესრიგი, რომელიც ამ კანონპროექტის ასე სწრაფად წინ წაწევას იწვევს? ეს შეშფოთების საგანია, მეორეა – შინაარსობრივი. გვიან ღამით განხილვებში ვგულისხმობ, თუ არ ვცდები, შაბათ დღეს მოსმენებს პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში. ამ დღეს ზოგმა ქართულმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ პროტესტი გამოხატა, თქვეს, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება სხვა ქართულ კანონებს, თქვეს ისიც, რომ შეიძლება, საერთოდ, არაკონსტიტუციურიც კი იყოს. სხვათა შორის, საპროტესტო წერილში მათ დაწერეს და თქვეს, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს და ვფიქრობ, მათ შორის დიდი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ კანონი შეიძლება გამოყენებული იქნას ინტერნეტ თავისუფლების შესაზღუდად და ყველა ამ კომპანიის ბიზნესების დასაზიანებლად. უნდა ვთქვა, რომ როგორც ამ კომპანიების წარმომადგენლებმა პირად საუბრებში თქვეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს კანონი რატომღაც, კონკრეტულად „კავკასუს ონლაინზე“ ფოკუსირდება. როგორც ვთქვი, ტელეკომუნიკაციების კომპანიასთან დაკავშირებით იყო 9 სხვა „ქეისი“, როდესაც კომუნიკაციების კომისიას შეთანხმების შესახებ დავა ჰქონდა, რადგან ამის შესახებ კომისიის ინფორმირება არ მომხდარა სათანადოდ, თუმცა ყველა შემთხვევაში კომპანიებს საშუალება მიეცათ, გარიგება შემდგარიყო.

ეს, „კავკასუს ონლაინის“ შემთხვევა ერთადერთია, როდესაც კომისიამ ამის საშუალება შეზღუდა. ახლა, მას შემდეგ, რაც ნექსოლმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლა გადაწყვიტა, უეცრად, ჩნდება ახალი კანონი. ასე რომ, ეს ყველაფერი საეჭვო გარემოებებია. იურისტი არ ვარ, რა თქმა უნდა, არც საქართველოს კონსტიტუციის სპეციალისტი, მაგრამ შემიძლია, შევეხო სხვა ტელეკომუნიკაციის კომპანიების საპროტესტო წერილს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის. ისინი ასევე ამბობენ, რომ გამყიდველისა და მყიდველი „ნექსოლის“ მიერ დარღვეული ვალდებულების გამო ზომა არაპროპორციულია. ანუ, გაყიდვის გაუქმება, „კავკასუს ონლაინის“ აქციების ნაციონალიზაცია ან კონფისკაცია, უკიდურესი ზომაა. მართლაც, უაზროა, როდესაც ასეთ ექსტრემალურ ზომას იღებ, თუ მხოლოდ იმას ამბობდი, რომ „იცით, თქვენ კომუნიკაციების კომისიას სათანადო პროცედურების შესაბამისად არ აცნობეთ“

იპნ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved