• რეკლამა
  • კონტაქტი
22:13, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვრცელდება სატელიტური ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზებას ახდენს

ალია ავტორი - ალია
12:18 04-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. დაიბომბა ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქები. დაღუპულია 2 ადამიანი. ღამით დაბომბვა გრძელდებოდა ხარკივის ოლქშიც, რის გამოც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში. ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს ქალაქ ბარვინკოვეში. ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

ჟიტომირის რეგიონში რუსებმა რაკეტა ესროლეს ინფრასტრუქტურულ ობიექტს. პარალელურად, ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული ახალი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელგოროდის ოლქში, ჯარების მობილიზაციას ახდენს.

გენერალური პროკურორის მონაცემებით, ომს 191 ბავშვი ემსხვერპლა, 349 კი დაიჭრა.

“მტერი განაგრძობს სარაკეტო იერიშებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხარკივისა და ზაპოროჟიის ოლქებში. აქტიურად ატარებს საჰაერო დაზვერვას. ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაში ე.წ. მოხალისეების გაგზავნას. ისინი გაგზავნეს უკრაინაში 58-ე არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის გასაძლიერებლად. გრძელდება ქალაქ ხარკივის ნაწილობრივი ბლოკადა და საარტილერიო დაბომბვა. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით მტერმა განაგრძო საჰაერო დარტყმები მარიუპოლზე. ის იწყებს შეტევას აზოვსტალის მეტალურგიულ კომპლექსთან და საზღვაო პორტთან,”-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი უკრაინელი სამხედროების ლიკვიდაციასა და ნებაყოფლობით ჩაბარებაზე ავრცელებს ინფორმაციას.

“მარიუპოლში, ილიჩის ქარხნის ტერიტორიაზე ალყაში მოქცეულმა უკრაინელმა ჯარებმა ქალაქიდან გაქცევა წარუმატებლად სცადეს. უკრაინელი სამხედროების ჯგუფი, 100-მდე ადამიანი ჯავშანტექნიკით ცდილობდა ქარხნის ტერიტორიიდან გასვლას და წასვლას ქალაქის ჩრდილოეთ მიმართულებით. ეს მცდელობა ჩაიშალა საჰაერო და საარტილერიო დარტყმებით. ლიკვიდირებულია 50-მდე სამხედრო მოსამსახურე . კიდევ 42 უკრაინელმა სამხედრომ ნებაყოფლობით დაყარა იარაღი და ჩაბარდა,”-აცხადებს იგორ კონაშენკოვი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved