უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ კიევი დატოვა.
ზელენსკიმ მოქალაქეებს თავისი სამუშაო კაბინეტიდან მიმართა.
„ყოველ ორ დღეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაქცეული ვარ უკრაინიდან, კიევიდან. მაგრამ ხომ ხედავთ, აქ ვარ, არავინ არსად გაქცეულა. გვიყვარს სირბილი, კარდიო ვარჯიშისთვის, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ ვმუშაობთ, დიდება უკრაინას!“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები