კობა დავითაშვილის მეუღლე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
„ვფიქრობ, რომ საარჩევნოდ გაკეთებული ამბავია და ქართულ ციხეში ყოფნა დიდხანს არ მოუწევს. რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის, მალე გაიწვევს უკრაინის მთავრობა. თუმცა, პრემიერის განცხადებას მივესალმები, სამართალმა რომ იზეიმა, ნამდვილად მისასალმებელია.
კობა თვლიდა, რომ ადამიანი რამეს რომ დააშავებდა, ამისთვის ნამდვილად უნდა ეგო პასუხი. შეუვალი იყო ამ საკითხში. მიხარია, რომ ახლა პასუხისგების დღე დადგა. შეწყალებაზეა ლაპარაკი, თუ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ეს საკითხი დადგება, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები.
კობასთვის მნიშვნელოვანი არ იყო, რომ სააკაშვილს სრულად მოეხადა სასჯელი, მთავარი იყო, რომ პრეცედენტი ყოფილიყო და არ ყოფილიყო დაუსჯელობის სინდრომი. არ არის აუცილებელი სრულად მოიხადოს სასჯელი, მთავარია, რომ მას სინანული ჰქონდეს. თუ დაუსჯელობის განცდაა ქვეყანაში, სახელმწიფო ასე ვერ აშენდება“, – ამბობს ინგა ბიწაძე.
კომენტარები