• რეკლამა
  • კონტაქტი
18:28, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“ – რობინ დანიგანი

ალია ავტორი - ალია
16:11 07-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,399

„რადიო თავისუფლება“ აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან ინტერვისუ აქვეყნებს. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ დიალოგიდან:

რობინ დანიგანი: „ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ვაშინგტონში ჩავედი, რომ შევხვედროდი ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, დავლაპარაკებოდი საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე და მქონოდა გზამკვლევი, რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის. მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას. სამი დღის შემდეგ – და კვლავ ვიტყვი, ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერმინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად. ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჩემი ქვეყნისთვის. ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერმინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა არა. პრემიერმინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით შევხვდები. ცალკე მას არ უთხოვია ჩემთან შეხვედრა. მაგრამ, მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა არა. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერმინისტრისთვის მიმეცა. ასე რომ, ყველაზე უცნაური ის არის, რომ…

რადიო თავისუფლება: იკითხეთ ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაგეცათ ივანიშვილისთვის და არა პრემიერმინისტრისთვის?

რობინ დანიგანი: ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ, რასაც ის ითხოვს – ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას, ეს არც ისე რთულია. ერთ-ერთი პირველი რამ, უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, ხომ გესმით – აშშ-ის შესახებ ისეთი რაღაცების თქმა, რაც არ არის სიმართლე. „ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე: რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას – არ არის სიმართლე; რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას – არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე – არ არის სიმართლე; რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია – არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა.

ამერიკას საქართველოსგან, „ქართული ოცნებისგან“ რაც ყოველთვის სურს, ეს არის პარტნიორობის ერთად შენება, ორმხრივად სასარგებლო გზით. მე აქ ჩამოვედი სრულიად განწყობილი, რომ ეს მეკეთებინა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა და როცა მე ჩამოვედი, ეს იყო „ქართული ოცნება“. სიამოვნებით გავაგრძელებდი ამის კეთებას, თუმცა სამწუხაროდ, მთავრობის მოქმედებებმა ეს ძალიან გაართულა. ვფიქრობ, ვაშინგტონში

საქართველოს რეპუტაციაზე გავლენის ნაწილობრივ დანახვა შეგიძლიათ MEGOBARI აქტით. ამ კანონმდებლობას ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს რესპუბლიკელებისა და დემოკრატებისგან და ის „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს ზოგიერთი ანტიდემოკრატიული, ანტიამერიკული ქმედებისთვის, რომელსაც ის ახორციელებს.

რადიო თავისუფლება: რა შეგიძლიათ თქვათ MEGOBARI აქტის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და მისი საბოლოოდ მიღების, ხელმოწერისა და საბოლოოდ, ამოქმედების პერსპექტივაზე?

რობინ დანიგანი: მან გაიარა წარმომადგენელთა პალატა, აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, ორპარტიული მხარდაჭერით. ახლა ის არის სენატში. სენატში რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე, რომ მათი აზრით, ეს კანონი საბოლოოდ გავა. ალბათ იცით, სენატი გასულ თვეში ბევრს მუშაობდა სხვა კანონმდებლობაზე. თუმცა, პოლიტიკური მნიშვნელობა მართლაც დიდია, ვინაიდან ის გაჩვენებს როგორ აღიქმება ამ მთავრობის მოქმედებები რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მიერ ჩვენს კონგრესში. ეს არ არის აღმასრულებელი შტო და კონგრესი არ ლაპარაკობს აღმასრულებლის სახელით, მაგრამ ცალსახაა, რომ იქ არიან ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა აღმასრულებელ შტოსთან და ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ გაჩვენებს რა მოსდის საქართველოს რეპუტაციას.

ინტერვიუს სრული ვერსია „რადიოთავისუფლებამ“ გამოაქვეყნა

თეგები: რობინ დანიგანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved