“ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძეს კორუფციულ გარიგებებში თავად “ქართული ოცნება” ადანაშაულებს.
როგორც მელიამ გადაცემა “რეაციაში” განაცხადა, მმართველი გუნდი დედაქალაქის მერიაში კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაციას ფლობს.
“კოალიციური მთავრობის გუნდის მერიაში შესვლის თანავე, თაროებზე ისეთი საბუთები დაგხვდება, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურასა და სასამართლოსაც, უბრალოდ, როგორც წესი და რიგია, რომ გადავუგზავნოთ შესასწავლად და მოკვლევისთვის მათ მოუწევთ ბატონი კახის დაბარება და გამოკითხვა. ვფიქრობ, რომ მარტო მე კი არ ვადანაშაულებ, თავად “ქართული ოცნება” ადანაშაულებს უკვე წლებიის განმავლობაში და “ქართული ოცნება” თავად არის ყველაზე კარგად ინფორმირებული, რა კორუფციული გარიგებები განვითარდა წლეების განმავლობაში დედაქალაქის მერიაში. უბრალოდ, ეს ბატონი კალაძის წინაღმდეგ ახლა აქვთ ბერკეტად მასზე ზემოქმედებისა,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები