• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვფიქრობ, ლუკაშენკოსა და ზელენსკის შორის, ფარული შეთანხმებაა” – რას გვიყვება სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
23:09 06-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,041

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საეჭვოდ გაქრა, ერთ კვირაზე მეტია არ გამოჩენილა. ლუკაშენკოს ოპოზიცია და ახლა უკვე ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ლუკაშენკო რუსეთში პუტინთან ვიზიტის მერე მოწამლეს. პუტინმა სთხოვა ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირვული რაკეტების განლაგება და ლუკაშენკომ უარი განაცხადა, რის შემდეგაც ლუკაშენკო სასიკვდილოდ მოწამლესო. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება?

–ლუკაშენკოს მოწამვლა ზღაპარია. პუტინს ლუკაშენკოს მოწამვლა, რაღაც მსგავსი ზომები მის მიმართ არ სჭირდება. ახლა, 70 წლის კაცი, თუნდაც პრეზიდენტი, ავად გახდა და არ შეიძლება? ყველაფერს კუდები არ უნდა მოვაბათ. რასაც პუტინი ეტყვის, იმას გააკეთებს ლუკაშენკო. რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ დაიწყო უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული რაკეტების განლაგება. მოკლედ, რომ ვთქვათ, ლუკაშენკო ყველაფერზე თანახმაა, გარდა ბელარუსის ტერიტორიაზე ომის დაწყებისა და დარწმუნებული ვარ, ეს შეთანხმებულია ზელესკისთან.

–ლუკაშენკო და ზელენსკი არიან შეთანხმებულნი?

–კი, მე ასე ვფიქრობ, რომ მათ შორის ფარული შეთანხმებაა. ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება და არც უკრაინა გადაიტანს ომს ბელარუსის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინიდან რუსეთის ჯარიც შედის უკრაინაში, იარაღიც და ზოგადად, ლოჯისტიკისთვის ეფექტურად იყენებს რუსეთი ბელარუსს. ასეთი ფარული შეთანხმებები ბევრია პოლიტიკაში. რაღა შორს წავიდეთ, ფარული შეთანხმება იყო რუსეთსა და და ამერიკას შორის, რომ თუ რუსეთი ირანს არ გადასცემდა ავიაგამანადგურებელ SU–35–ს, მაშინ არც ამერიკა გადასცემდა უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანდგურებელს. რუსეთმა დაარღვია პირობა, სადღაც 20 დღის წინ დაიწყო ირანისთვის SU-35–ების გადაცემა და მეორე დღესვე გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და განაცხადა, რომ F–16–ებს გადასცემს უკრაინას. იყო შეთანხმება და დაირღვა. რუსეთის და ბელარუსის შემთხვევაშიც ასეა. ბელარუსი ცხოვრობს რუსული გაზით, ნავთობით, სხვა ელექტრომატარებლებით. სხვასაც ბევრს ყიდულობენ რუსეთიდან, რუსეთი ყიდის უამრავი სახის პროდუქციას. რუსეთი ბელარუსის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პატრნიორია, ეკონომიკურად ძალიან არის მიბმული ბელარუსი და ამიტომ არის, რომ ლუკაშენკო ამდენს უთმობს რუსეთს. პუტინი ისე იქცევა ბელარუსში, როგორც რუსეთის გუბერნიაში. რამდენჯერმე სცადა ლუკაშენკომ ევროპისკენ გაწევა, მაგრამ პუტინმა ისეთი ყვითელი აუნთო, გადააფიქრებინა  და  მერე ისევ ევროპის ლანძღვა დააწყებინა.

–რუსეთი განალაგებს ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ რაკეტებს, მაგრამ გამოიყენებს? ამერიკა კი პოლონეთში აპირებს ატომური ბირთვული იარაღის განლაგებას და ეს ერთგვარი ბალანსი იქნება?

–არა, ამ ბირთვულ რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ არ გამოიყენებს. ეს არის რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირება, უკრაინის მხარდამჭერი დასავლური კოალიციის შანტაჟი, მუქარა. პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია შანტაჟი და მუქარა და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. შარშან, ნოემბერში, როდესაც პუტინმა პირველად ღიად დაიმუქრა, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთო, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, უილიამ ბერნსი, სასწრაფოდ ჩავიდა მოსკოვში და და შეხვდა უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლოზ პატრუშევს და საგარეო დაზვერვის უფროსს, სერგეი ნარიშკინს. ბერნსმა პირდაპირ უთხრა ორივეს, თითის დაჭერასაც ვერ მოასწრებთ იმ ბირთულ ღილაკზე, რომ ჩვენი ატომური ბომბები რუსეთში იქნებაო. . ეს „ნიუ–იორკ თაიმსმა“ დაწერა ბერნსის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში. ბერნსის ეს მუქარა არ უარყვია არც ერთ რუს პოლიტიკოსს და ექპერტს, როცა ჯო ბაიდენმა თუ ფეხი ცუდად გადადგა, მთელი რუსული პროპაგანდისტული მედია მაგაზე ღლიცინებს. გამოდის, მართალი დაუწერია „ნიუ–იორკ თაიმსს“, რაკიღა გაჩუმდნენ რუსები. ბერნსის მუქარა გადაყლაპეს ნარიშკინმა, პატრუშევმა და პუტინმა თავისთავად. გარდა მაგისა, ჩინეთმა კატეგორიულად გააფრთხილა რუსეთი, რომ არა თუ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ამაზე არც ილაპრაკოს. ჩინეთი რუსეთის სამხედრო მოკავშირე არა, მაგრამ პარტნიორი ქვეყანაა და არ დაკარგავს მას. თან, ფარულად ჩინეთი გარკვეული სახის შეიარაღებს აწვდის რუსეთს. რაც შეეხება პოლონეთში ამერიკის სამხედრო ბაზაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებას, ეს განჭვრეტ მომავალში არ მოხდება. ჯერ იმაზე მიდის მოლაპარაკებები, რომ პოლონეთში განთავდეს ამერიკული სამხედრო ბაზა. ჯერ როდის ეს მოლაპარაკებები დასრულდება, მერე როდის ბაზა განთავსდება და ბოლოს როდის დააყენებენ იმ ბაზაზე ბირთვულ იარაღს. ეს რამდენიმე წელს წაიღებს. ბალანსს რაც შეხება, ამერიკის იმდენი ბირთვული ირაღია ევროპაში,  ბალანსი უკვე დაცულია. ევროპიდან 6–7 წუთი სჭირდება ამერიკულ ბირთვულ რაკეტებს რუსეთს რომ მიაღწიოს, ამერიკიდან  კი სტრატეგიულ რაკეტებს –  22 წუთი.  მერე მარტო ამერიკა ხომ არ არის?  დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და არ გამორიცხო, ისრაელიც ჩაერთოს ატომურ ომში, რუსეთს თუ არაა, ირანს დაატყას და თავისი მტერი და რუსეთის მოკავშირე ერთდროულად მოიშოროს. ნატო–ს ბირთვული იარაღი განლაგებულია გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში და კანადაში, ამერიკის ბირთვული იარაღის იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ახლა მითხარი, რა აზრი აქვს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას? თუ დასწრებაზე წავა თამაში,  ამერიკა იმ ბირთვულ შახტებში გაუნადგურებს რუსეთს ბირთულ არსენალს. რუსეთის მხარეს კი, ბირთვული ომის შემთხვევაში, არც ჩინეთი იომებს, არც ჩრდილოეთ კორეა და არც ინდოეთი. ეს სამივემ განაცხადა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved