• რეკლამა
  • კონტაქტი
07:40, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვფიქრობ, ამას ელოდება გიორგი გახარია და შესაძლოა, ის გახდეს ოპოზიციის ლიდერი“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
20:20 04-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,989

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, რამდენად შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლეთის მხრდაჭერით, ოპოზიციის საერთო ლიდერი გახდეს?

– სიმართლე გითხრა, მე გიორგი გახარიას უფრო მოვიაზრებდი ოპოზიციის ლიდერად. ვფიქრობდი, რომ თავის დროს ელოდება და იმიტომ პასიურობდა ამდენ ხანს. თუმცა, ფაქტია, ერთადერთი პოლიტიკოსი  საქართველოში, რომლის რეიტინგიც იზრდება, ეს პრეზიდენტია. თან, მსოფლიოში ერთადერთი ოპოზიციონერი პრეზიდენტია და  მთელი ცივილიზებული სამყაროს სიმპათია მის მხარეს არის. თავად სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, გახდება თუ არა ლიდერი. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა აქვს, თუმცა, ხალხში ჯერ დიდად პოპულარული არ არის,  თუ არ ჩავთვლით ინტელიგენციას, მისი მხარდაჭერა  ნამდვილად აქვს. დასავლეთის მხარდაჭერა  აქვს, თან ყოველდღიურად მზარდი. ახლა მარტო განცხადებებიდან, საქმეზე უნდა გადავიდეს. ნიკა გვარამია რომ შეიწყალოს, ეს იქნება ბომბი. დასავლეთიც დაუფასებს და  ოპოზიციაც. მეტიც, მე ველოდები, რომ შეიწყალებს.  თბილისში ჩამოსულმა ევროპარლამენტარმა,  ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა კიდეც, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს გვარამია, სხვა გამოსავალი არ არის. ეს მარტო ფონ კრამონის აზრი არ არის, ეს ევროპის პოლიტიკური წრეების აზრია. ფაქტობრივად, უკვე მოითხოვენ მისგან გვარამიას შეწყალებას. სალომეს პარლამენტში გამოსვლა ხომ ნახე? ორად გაყო თავისი გამოსვლა. 2021 წლამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან  წავიდოდა, საქართველოს სწორი საგარეო, ევროპული კურსი ჰქონდა და მერე გადაუხვია ამ კურსს და პრორუსული გახდაო – დაარტყა „ქართულ ოცნებას“. მე არ მჯერა, რომ  „ქართული ოცნება“ ივანიშვილის გარეშე რაიმეს აკეთებს, მაგრამ  ფაქტია, რაც ზურაბიშვილმა თქვა, მართლა  ეგრე იყო. იმ პერიოდში  ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია გავაფორმეთ, ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, 2018 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატო–ს წევრი. ეს ყველაფერი მაშინ  მოხდა,  როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.  გაისად გასდის სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა, ვნახოთ, რა მოხდება. ერთხელ გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ზურაბიშვილი ხალხში გავიდა და დიდი რეიტინგი ჰქონდა მაშინ. თუ ახლაც გავიდა ხალხში,  დადგა ხალხთან, მაშინ მის ლიდერობას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს. თუ ეს პრეზიდენტის რანგში გააკეთა, მეტი ფასი დაედება, ვიდრე  უფლებამოსილება გასულ ექს–პრეზიდენტის  ანალოგიურ ქმედებას. ასევე, ოპოზიციის ლიდერ სალომე ზურაბიშვილს  მოუწევს დაარტყას ბიძინა ივანიშვილს, კონკრეტულ დანაშაულებებში ამხილოს. კი, რაც თქვა, ბიძინაზე პარლამენტში, იმას უკან ვერ წაიღებს, მაგრამ ის უნდა თქვას, რომ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს 2021 წლის მერე, რაც ქვეყანას ავნო, ამის უკან ივანიშვილი დგას, რომ ის არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი. შესაბამისად, მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, არნახული ემიგრაცია, ხელისუფლების მორჩილი სასამართლო და მთლიანად მართლმსაჯულება, ეს და სხვა ყველაფერი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ერთობლივი მმართველობის შედეგია. ბოლოს ვიტყვი, რომ გიორგი გახარიას  მაინც არ გამოვრიცხავ ოპოზიციის  ლიდერად. ახლა არ აქტიურობს, მაგრამ მე მგონია, ამას თავისი მიზეზი აქვს. გახარია იყო ჩინოვნიკი, ფრთხილობს, თუ გააქტიურდა, მისი ძველი საქმიანობიდან, რაიმე არ ამოუგდონ ისეთი, რომლითაც მის დისკრედიტაციას მოახდენენ. მეტიც, სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრან. დანაშაულიც  რომ არ ჰქონდეს ჩადენილი, შუთითხნიან. გაისად, გაზაფხულზე თუ გააქტიურდა, მაშინ ხელისუფლებას ნაკლები დრო,  ნაკლები  საშულებები ექნება გახარიასთვის პრობლემების შესაქმნელად. მე ვფიქრობ, ამ დროს ელოდება გიორგი გახარია.

 

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved