• რეკლამა
  • კონტაქტი
20:12, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვოლსკი:”საიდან და რატომ ჩნდება კითხვები? – ორი აზრია, ზელენსკიმ მიიღო დრამატული გადაწყვეტილება ისე, რომ არავის არ ჰკითხა ან არის მეორე ვერსიაც…”

ალია ავტორი - ალია
14:14 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

არავის უთქვამს ზელენსკის “ნაციონალურ მოძრაობასთან” რაღაც კავშირზე. აქ საუბარია პირდაპირ კავშირზე იმ ადამიანების, ვინც ზელენსკის გარშემო ახვევია და მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერზე, მის დასაყრდენზე, არახამიაზე, რომელიც ყველა პროცესში მოწინავე პოზიციაზე დგას,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უამრავი კითხვა იბადება, რომელსაც ალბათ, პასუხი გაეცემა.

“სააკაშვილი არახამიას შესახებ ამბობს, რომ მისი გუნდის წევრია და ვითომ, მამამისი ბატალიონის ხელმძღვანელი იყო და რუსებთან ბრძოლის ისტორიული გამოცდილება გააჩნია არახამიას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მის გარშემო იკრიბება გარკვეული პოლიტიკური გავლენის ჯგუფი, რომელიც რადაშია წამყვან პოზიციებზე. რა არის აქ გასაკვირი და უცნობი? – ამ მძიმე ვითარებაში, როცა უკრაინა სისხლშია, რა საკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის აგენტები შეიძლება, წარმატებული გამოდგნენ. ამას ვუშვებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ გაურკვეველია საქართველოდან უკრაინის ელჩი რატომ გაიყვანეს, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იგივე განაცხადეს და თქვეს, რომ უკრაინაში მოხალისეების წასვლას სახელმწიფოებმა ხელი არ უნდა შეუწყონ. უამრავი კითხვა იბადება, რომელსაც ალბათ, პასუხი გაეცემა,” – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

“საიდან და რატომ ჩნდება კითხვები? – ორი აზრია, ზელენსკიმ მიიღო დრამატული გადაწყვეტილება ისე, რომ არავის არ ჰკითხა. არის მეორე ვერსიაც, ჩვენ რისი იმედიც გვაქვს. ასეთ მდგომარეობაში ბევრი ქვეყანა არ არის, როგორშიც საქართველოა. საქართველოს ელჩი უკრაინაშია და დაბომბვის ქვეშაა მისი და საელჩოს სხვა თანამშრომლების. ათასობით ადამიანია სწორედ რუსეთის აგრესიის გამო, ათასობით ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი არიან მძევლებად. ჩვენი პატარა ქვეყანა თავისი მცირე რესურსებით არის ზარბაზნის ქვეშ, როცა წინ არაფერი უდგას რუსეთის ფედერაციას, რომ განახორციელოს გარკვეული აგრესია და დაანგრიოს ეკონომიკაც. რუსეთის მხრიდან არაფერი არ ხდება ისეთი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში არ იყოს. აქედან გამომდინარეა ჩვენი დასკვნები. ასობით ადამიანი სისხლს აბარებს და არავინ ერთმანეთს არ ეკითხება პოლიტიკურ პოზიციებს. ათასობით ტონა ტვირთი, ჰუმანიტარული დახმარება მიდის. გაერო-ში, ევროსაბჭოში, ეუთო-ში ჩვენი პოლიტიკური ლიდერების განცხადებები კეთდება და ამას ნაციონალები ევრონესტში არ შეერთებიან. ეს გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ექსტრაორდინალური ხდება, რადგან ელჩი გაიწვიეს. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციები რისთვისაც ელჩი გაიწვიეს, სათამადო შედეგს მიიღებს. საქართველომ აგრესიაც განიცადა, უამრავი ადამიანიც დაკარგა, ბრძოლის ველზე მიატოვეს ნაციონალებმა და დღეს ყელყელაობენ და უტიფარ განცხადებებს აკეთებენ,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved