• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვოლოდომირ ზელენსკი: „თავდასხმისას თქვენ დაინახავთ ჩვენს სახეებს, არა ჩვენს ზურგს, არამედ ჩვენს სახეებს”

ალია ავტორი - ალია
10:40 02-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

გუშინ, გვიან ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ თავის ახალ ვიდეომიმართვაში რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა არ დაუშვან რუსეთის ახალი თავდასხმა უკრაინაზე

„დღეს მე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარის მცდელობა მქონდა. შედეგი – სიჩუმე. თუმცა სიჩუმე დონბასში უნდა იყოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ამიტომ, დღეს მინდა მივმართო რუსეთის ყველა მოქალაქეს. არა როგორც პრეზიდენტმა. მე მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, როგორც უკრაინის მოქალაქე. ჩვენ 2000 კმ-ზე მეტი საერთო საზღვარი გვყოფს. თქვენი ჯარები განლაგებულია მის გასწვრივ. თითქმის 200 000 ჯარისკაცი, ათასობით საბრძოლო მანქანა. თქვენმა ხელმძღვანელობამ მოიწონა მათი ნაბიჯის წინ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადადგმა და ეს ნაბიჯი შეიძლება გახდეს დიდი ომის დასაწყისი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსებს არწმუნებენ, რომ ამ ომს შეუძლია „უკრაინელი ხალხის განთავისუფლება”, „მაგრამ უკრაინელი ხალხი თავისუფალია, ახსოვს წარსული და თავად აშენებს საკუთარ მომავალს”, – თქვა ზელენსკიმ.

ვოლოდომირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსულ ახალ ამბებში და რეალური უკრაინა ორი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა.

„მე ვიცი, რომ ჩემი ეს გამოსვლა რუსულ ტელევიზიით არ იქნება ნაჩვენები, მაგრამ რუსეთის ხალხმა უნდა ნახოს ეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „მათ უნდა იცოდნენ სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ ეს უნდა შეწყდეს, სანამ ძალიან გვიან არ არის”.

„მოუსმინეთ საკუთარ თავს, გონების ხმას. უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს“, მაგრამ „თუ ვინმე შეეცდება წაგვართვას ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება,ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ჩვენ თავს დავიცავთ” – განაცხადა ზელენსკიმ.

„თავდასხმისას თქვენ დაინახავთ ჩვენს სახეებს, არა ჩვენს ზურგს, არამედ ჩვენს სახეებს” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved