• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მოლაპარაკებების შემდეგ ხუთ დოკუმენტს ელოდება – მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან

ალია ავტორი - ალია
12:11 12-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად ხუთი დოკუმენტის მიღებას ელის, რომელთაგან ზოგიერთი იურიდიულად სავალდებულო იქნება, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ხუთ დოკუმენტს ველით. მათი ნაწილი უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, იურიდიულად სავალდებულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხმა მისცა და დაამტკიცა შეერთებული შტატების კონგრესმა. სადაც მეხუთე შესწორება არსებობს, „როგორც ნატო-ში“. Article 5 mirror – ანუ, მეხუთე შესწორების სარკისებური ანარეკლი ალიანსის ყველა წევრისთვის. ამას კენჭს უყრის კონგრესი, ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების დეტალები სამხედროებთან განიხილეს.

„მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მეორე ბლოკია უკრაინის აღდგენა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი დოკუმენტი მოიცავს ამ საკითხს.

„ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ფულზე და სპეციალური ფონდის შექმნაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს პირველად წამოჭრა ომის შედეგად სახლების დაკარგვის გამო იძულებით გადაადგილებული უკრაინელების დახმარების საკითხი.

„ეს დიდი თანხაა, ათობით მილიარდი დოლარი. ვფიქრობ, საბოლოოდ დაახლოებით 70-80 მილიარდი დოლარი იქნება. ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებმა ეს გაიგონ. საჭიროა შესაბამისი კომპენსაცია, რათა უკრაინელებს სურდეთ უკრაინაში ცხოვრება და ჰქონდეთ ეს შესაძლებლობები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ასევე ისაუბრა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის მიზნით თანხების მოზიდვის საკითხზე, რადგან ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტებზე მუშაობაში ჩართულია როგორც აშშ, ასევე ევროპა.

„ევროპელებთან ერთად დღეს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრეთ. ყველა ეს ნაბიჯი პირადად განვიხილეთ. ვფიქრობ, როდესაც დოკუმენტებზე მუშაობას დავასრულებთ ან საბოლოო ვერსიას მივუახლოვდებით, მას შევხვდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეთანხმებებისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, რადგან ომი რთულია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ხანგრძლივი იქნება.

„ამერიკელებს სწრაფი დასრულება სურთ; ჩვენთვის ამ სისწრაფეში მნიშვნელოვანია ხარისხი. თუ სიჩქარე და ხარისხი ერთმანეთს დაემთხვევა, ორივე ხელის აწევით თანახმა ვართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved