უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა, სადაც იტალიის პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება.
როგორც ზელენსკი საკუთარ Telegram არხზე წერს ვიზიტის ფარგლებში ის, რომის პაპ ფრანცისკესაც შეხვდება.
ჯერჯერობით ზელენსკის იტალიაში ვიზიტის ფოტო არ გავრცელებულა.
“რომი. შეხვედრები იქნება იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერმინისტრ ჯორჯ მელონთან და რომის პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტია უკრაინის გამარჯვებისთვის”, – წერს ზელენსკი
კომენტარები