ევროპელი ლიდერები ბრიუსელში ხვდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრამ რუსეთს უნდა აგრძნობინოს, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, რადგან უკრაინას მხარდაჭერა ექნება.
„ამ შეხვედრის შედეგმა – ევროპის მიერ მიღებულმა შედეგებმა – რუსეთს უნდა აგრძნობინოს, რომ მისი სურვილი, გააგრძელოს ომი მომავალ წელს, უაზროაბაა, რადგან უკრაინას მხარდაჭერა ექნება. ეს მთლიანად ევროპაზეა დამოკიდებული – ევროპამ ეს არჩევანი უნდა გააკეთოს“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართება.














კომენტარები