უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პარლამენტს დღეს მიმართავს. ზელენსკი გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატას უკრაინის დროით 10:00 საათზე მიმართავს.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შულცმა მხარი ოფიციალურ კიევს დაუჭირა. ამასთანავე, მას მოუწია უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას დათანხმებოდა და გერმანიის თავდაცვის მიმართულებით ხარჯებიც გაეზარდა.
გამოკითხვებით დასტურდება, რომ გერმანელები მხარს უჭრენ რუსულ ენერგეტიკაზე უარის თქმას, თუმცა როგორც გერმანელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რუსულ საწვავზე უარის თქმა დაუყოვნებლივ არ მოხდება.
კომენტარები