პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავას 5 აპრილს ეწვევა.
“ვიზიტი გაიმართება პრეზიდენტის (ანდჟეი) დუდას მოწვევით. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე”, – განუცხადა საგარეო საკითხებში მრჩეველმა კერძო რადიო RMF-ს.
მისი თქმით, ზელენსკი ოთხშაბათს ვარშავის ციხის მოედანზე შეხვდება პოლონელებსა და უკრაინელებს, რომლებმაც პოლონეთს შეაფარეს თავი.
ზელენსკი ბოლოს პოლონელ კოლეგას 2022 წლის დეკემბერში შეხვდა აშშ-ში ვიზიტის შემდეგ.
კომენტარები