ვოლგოგრადის ოლქში, ურიუპინსკში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს. რუსული სახელმწიფო მედია წერს, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ურიუპინსკის მერიაში ამბობენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარასკევს ქალაქ კამიშინის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, შაბათს კი ბერესლავსკის სოფლის დასახლების ადმინისტრაციის შენობა დაიწვა.
კომენტარები