აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა უარყო ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში აშშ-ს საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის ევაკუაციის დაწყების შესახებ. ინფორმაციას ამერიკის ხმის უკრაინული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის წყაროს მიხედვით, ევაკუაციის შესახებ ბრძანება არ გაცემულა.
როგორც გამოცემა წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი წარმომადგენლის ცნობით, აშშ ახლა სიტუაციის გაუარესების შემთხვევისთვის გეგმის შემუშავების პროცესშია. ასევე მისი თქმით, საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ და მათ უკრაინის დატოვება კომერციული ფრენებით შეუძლიათ.
“უკრაინაში მოგზაურობასთან დაკავშირებით Covid-ის გამო ჩვენ უკვე ვართ რეკომენდაციების მეოთხე დონეზე და ვურჩევთ აშშ-ს მოქალაქეებს ინფორმირებულები იყვნენ რუსეთთან დაკავშირებულ ცნობებზე, რომელიც გეგმავს სამხედრო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ამერიკელ დიპლომატებისა და მათი ოჯახებზე ჩვენი პოზიციის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება თუ იქნება, ამერიკელი მოქალაქეები არ უნდა ელოდონ, რომ იქნება ევაკუაცია აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით. ამჟამად გაფრენის უზრუნველყოფისთვის ხელმისაწვდომია კომერციული რეისები.” – ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ამერიკის ხმის უკრაინული გამოცემა.
CNN-ის ინფორმაციით, კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, რომ ქვეყნიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყოს.














კომენტარები