• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვნახეთ ინექციაზე საეჭვო უბნები ორივე საზარდულის მიდამოში – ექსპერტი ოპერატორის ცხედრის პირველად დათვალიერებაზე

ალია ავტორი - ალია
10:41 07-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედრის პირველადი დათვალიერება დასრულდა.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თითქმის რვა საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ როგორც კრიმინალისტები, ისე ექსპერტები. მათ შორის, იმყოფებოდა დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელსაც „ტვ პირველმა“ ალტერნატიული ექსპერტიზის მიზნით მიმართა.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა საეჭვო უბნები ინექციებზე. სწორედ ამიტომ, აღნიშნული უბნები გადაიგზავნა ქიმიურ გამოკვლევებზე:

„ვნახეთ ინექციაზე საეჭვო უბნები ორივე საზარდულის მიდამოში. აგრეთვე, ინექციის კვალი აღენიშნებოდა დუნდულოს პროექციაზე, რაც სამედიცინო ჩარევის შედეგია. მას მკურნალობის თითქმის ყოველ დღე საავადმყოფოში უკეთდებოდა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი მორფინი. ეს ორი უბანი, რომელიც საზარდულის მიდამოებშია აღებული, მიგვაჩნია, რომ საეჭვო იყო ინექციებზე, შესაბამისად, მოხდა ამ ორივე უბნის ამოჭრა და გაგზავნა როგორც ქიმიურ, ისე, გისკოპათომორფოლოგიურ გამოკვლევებზე. თუკი საბოლოოდ დადასტურდება, რომ ეს არის ინექციის შედეგი, მაშინ განისაზღვრება ამ ინექციის ირგვლივ, რბილ ქსოვილებში არის თუ არა რაიმე ნივთიერება. აგრეთვე, განისაზღვრება თუ რა სახის და ხანდაზმულობის არის ინექციაზე საეჭვო უბანი“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ნიმუშები უკვე აღებულია. ექსპერტი დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა, ყურადღებას ამახვილებს იმ ტრავმებზე, რომელიც ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისის აქციაზე მიიღო.

ექსპერტის თქმით, მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო ოპერატორის სიკვდილი გამოეწვია, არ შეინიშნება. მისივე თქმით, საბოლოო დასკვნა, დაახლოებით, თვე-ნახევარში გახდება ცნობილი:

„ავადმყოფობის ისტორიების მონაცემებით მარცხენა თვალბუდის კედლების ფრაგმენტილოვან მოტეხილობას არ შეეძლო გამოეწვია სიკვდილი და ვერც გამოიწვევდა, რაც ფაქტობრივად, დამტკიცდა კიდეც. ამავდროულად, გვამის გამოკვლევის დროს თავის ტვინში და ქალა ფუძის ძვლებში ვერ ვნახეთ ვიზუალური, აშკარა, ტლანქი ხასიათის ვერანაირი ტრავმული ცვლილებები, რომელიც ცალსახად მოგვცემდა საშუალებას, გვეთქვა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ესა თუ ის ტრავმა. ამიტომ, ავიღეთ საეჭვო ნიმუშები თავის ტვინიდან, სხვა ორგანოებიდან, ფილტვებიდან, ღვიძლიდან და ა.შ. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ საავადმყოფოდან გაწერილი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნების სიკვდილი უცბად, 11 რიცხვში დადგა, დეტალურად დავათვალიერეთ სხეული. გარდაცვლილს ცხვირ-პირის აპერტურებზე ჰქონდა თეთრი ქაფნარევი სითხე, შეშუპება და სახის ციანოზი, რაც ვიზუალურად მიუთითებდა ფილტვის მწვავე უკმარისობისკენ“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ „იმედის“ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved