უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩავიტარე. ვაქცინა ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, როგორც მათმა მთავარსარდალმა გავიკეთე. Oxford / AstraZeneca-ს იმავე ვაქცინით, რომელიც ინდოეთიდან შემოვიდა და რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინა მოგვცემს საშუალებას კვლავ შეზღუდვების გარეშე ვიცხოვროთ,“- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
კომენტარები