• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა აჯანყებულების განეიტრალების ბრძანება გასცა

ალია ავტორი - ალია
11:44 06-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების გამო მოსახლეობას მიმართა.

რუსეთის პრეზიდენტი მიმართავს „რუსებს, სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებს და მათ, ვინც მოტყუებითა და მუქარით შეიარაღებული აჯანყების გზაზე გადაიყვანეს“.

პუტინმა მიმართვაში თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, გადამწყვეტი ქმედებები იქნება მიღებული, ისინი იქნება მკაცრი“.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი მისი ხალხის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და უფლებებისთვის იბრძვის – “რომ ვიყოთ რუსეთი – სახელმწიფო ათასწლოვანი ისტორიით”.

„ეს ბრძოლა მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას და კონსოლიდაციას, როდესაც ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის, გვერდით უნდა იქნეს გადადებული. ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ერთიანობას არღვევს, არის ფაქტობრივად საკუთარი ერის ღალატი, იმ მეგობრების ღალატი, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის ზურგში ჩაცემული ლახვარი. სწორედ ასეთი რამ მოხდა 1917 წელს, როდესაც ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში იყო ჩართული, რასაც მოჰყვა სამოქალაქო ომი, სახელმწიფოს დაცემა და უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა. ჩვენ ამის გამეორებას არ დავუშვებთ და დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან ასევე შიდა მოღალატეებისგან”, – თქვა პუტინმა.
მისივე განცხადებით, აჯანყებულებს გარდაუვალი სასჯელი ელით და შეიარაღებულმა ძალებმა, სამთავრობო უწყებებმა მიიღეს საჭირო ბრძანებები.

“როგორც რუსეთის პრეზიდენტი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის დასაცავად, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული და პასუხს აგებს”, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved