• რეკლამა
  • კონტაქტი
18:48, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვკოტრდებით” – სექტორი მთავრობას დახმარებას სთხოვს

ალია ავტორი - ალია
21:35 05-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

საქართველომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი საკარანტინო ზომების შესუსტება ნელ-ნელა უკვე დაიწყო. თუმცა, გაურკვეველი რჩება როდის შეძლებენ, თუნდაც რეგულაციის ფარგლებში ღამის კლუბები მუშაობის განახლებას.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა დახურული სივრცის შემთხევაში სადაც ადამიანების რაოდენობრივი შეზღუდვაა დაწესებული. გაურკვეველ ვითარებაში დარჩენილი ღამის კლუბები მთავრობას პეტიციით მიმართავენ, რათა არსებული პრობლემის შესახებ ხმა მიაწვდინონ.

კლუბ „ხიდის“ დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაწესებულება გაკოტრების პირასაა,  ამ პირობებში კი მთავრობას მათთან კომუნიკაცია არც კი უცდია.

„ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დაგვკავშირებია და არ მოუცია საორიენტაციო დრო და გეგმა თუ როდის  შევძლებთ მუშაობის განახლებას, მაშინ როდესაც პირადად ჩვენს შემთხვევას გეტყვით, რომ 100%-იან ზარალზე ვართ. არ ჩამეთვლება გადაჭარბებულად თუ ვიტყვი, რომ ჩენი კლუბი გაკოტრების პირასაა. ჩვენ შემთხვევაში მთავარ სირთულეს ის წარმოადგენს,  რომ  არ ვიცით რომელ კატეგორიაში ვართ და საერთოდ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. არც ის ვიცით სექტემბერშიც თუ შევძლებთ ჩვეული სამუშაო რეჟიმით დაბრუნებას“,— აცხადებს თამუნა აქსანდერი.

„ამ ეტაპზე ვითვლით ზარალს და კონკრეტულად რიცხვების დასახელება გამიჭირდება, თუმცა, ზარალი საკმაოდ მაღალია.  ერთადერთი რა შეღავათიც ამ პერიოდში გვაქვს, არის ბანკების მიერ დროებით შეჩერებული სესხის შენატანი.  თუმცა, როდესაც ეს ვადაც ამოიწურება არ ვიცით რა უნდა ვქნათ, რადგან როგორც  სამსახურის, ასევე პირადი სასესხო ვალდებულებებიც გვაქვს. იმის გამო, რომ დღემდე ასეთ გაურკვევლობაში ვართ,  კლუბებისა და ბარების დამფუძნებლებმა  შევქმენით პეტიცია  და ამ გზით ვცდილობთ ხმა  მივაწვდინოთ სახელმწიფოს, რათა კონტაქტზე გამოვიდნენ. აუცილებელია ვიცოდეთ  რა გველოდება, როგორც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რაც მთავარია როდის“,-აცხადებს ალექსანდერი.

ღამის კლუბების წარმომადგენლებს არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, იქნება თუ არა ნებადართული გარე ღონისძიებების ჩატარება და მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში არიან, რომ ხელისუფლება მათთან კონტაქტზე გავა და კონკრეტულ მითითებებსაც მიიღებენ.

კომერსანტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved