• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვხედავ, დიდი თანამდებობის პირი მიდის, მისი ჩანაცვლება სკანდალს გამოიწვევს”

ალია ავტორი - ალია
01:10 05-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ეზოთერიკოსი, ანზორ ოდიშარია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ვხედავ დიდ ცვლილებას…
საქართველოს და ქართველებს სჭირდებათ განკურნება. ყველანი ვართ საეჭვოდ ჩუმად. არაფერი გვესმის, ვერაფერს ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ და გავიგონოთ.
არ გვინდა რელობა აღვიქვათ.
სამყაროს შემოქმედის გზავნილები, ნიშნები ჩვენს თვალწინაა. უნდა გავაღოთ სულის კარები, გავახილოთ თვალები, გასაგები გავიგონოთ და სწორად აღვიქვათ არსებული პროცესები.


ჩვენ უნდა ვუშველოთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ყველა იმ ადამიანს ვინც გვიყვარს და ვინც არგვიყვარს. ჩვენ დაბადებიდან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, ამას ვერსად გავექცევით.
სიჩუმეშიც არის ხმა!
შინაგანი ხმა გვიკარნახებს სიკეთეს, ბედნიერებას და ეს ხმა არ უნდა ჩავახშოთ, არ უნდა ჩავკლათ.
დროა!


საქართველოში ახლო მომავალში განხეთქილებები გველის, თითქოს ერმა დაკარგა ერის სიყვარული და სწორი აღქმა არსებული მდგომარეობის.
ჩვენი უპირობო ვალია ერს არ მივცეთ გაყოფის საშუალება. ამ პროცესებში უნდა ჩავერთოთ თითოეული ჩვენთაგანი, უნდა ვიყოთ ერთად. არ უნდა გავიყოთ, რადგან ამ შემთხვევაში დავკარგავთ სწორ გზაზე სიარულის შესაძლებლობას.
ეს უნდა გვახსოვდეს!


საქართველოს სწორი განვითარების მისია, დიახ, დღეს დგას პოლიტიკაზე. პოლიტიკური ლიდერები ქმნიან დღის წესრიგს და სწორი საფუძვლის ჩადებაც მათი მოვალეობაა.
თქვენ პოლიტიკოსებმა უნდა აღიქვათ თქვენი მისია, უნდა აღიქვათ თქვენი ბედისწერა. შემთხვევით არაფერი ხდება, არც თქვენ ხართ შემთხვევით თანამდებობაზე. თქვენში არის ის შესაძლებლობები, რომლის სწორად გამოყენებით თქვენ ერისა და ქვეყნისათვის სიკეთის მომტანნი იქენებით. სწორი ნერგის დარგვით სიკეთის ნაყოფს მოვისხამთ, ამის ნიადაგი საქართველოს აქვს. მე მჯერა თქვენი, რადგან სამყარომ მოგცათ ამის უფლება. სტატუსთან ერთად, თქვენ მაღალი პასუხისმგებლობა გენიჭებათ.
თქვენ შეიძლება დაისაჯოთ! როგორც უმოქმედობისთვის, ასევე არასწორი მოქმედებისთვის!


ნუ გაიყოფით ერთ პარტიაში მყოფნი, ნუ დაუპირისპირდებით ერთმანეთს და ამაზე ნუ დახარჯავთ დროს.
გაერთიანდით! თუ ამას ვერ მოახერხებთ ყვლაფერი დაინგრევა.
რეალური შესაძლებლობები არ უნდა აგვერიოს ოცნებებში.
ჩვენ წინ გველოდება ურთულესი პერიოდი. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ. შევეცადოთ გავიწმინდოთ თორემ დავიღუპებით.


ადამიანების გონება ხშირად ვერ წვდება წინასწარმეტყველების ძალას, ან ვერ აღიქვავს მის აუცილებლობას და ვერ ღებულობს რჩევას, თუმცა ახლა უნდა შევძლოთ ამის სწორად გააზრება. ჩვენ ეს გვჭირდება.
ჩვენ ყველაფერს შევძლებთ მთავარია დავიჯეროთ და დავინახოთ რომ შემთხვევით არაფერი ხდება.
მე ვხედავ გავიმარჯვებთ.
სიკეთით და სიხარულით აღივსება თითოეული ქართველის გული, იმისთვის, რომ წინასწარმეტყველაბა ახდეს, უნდა გავერთიანდეთ. არ უნდა გავცვალოთ ერის კეთილდღეობა პიროვნულ ინტერესებზე, თორემ დავიღუპებით.


აღარ გვეპატიება სიზარმაცე, აღარ გვეპტიება აგრესია, აღარ გვეპატიება შური და შუღლი, ახლა არ არის დასვენების დრო.
ზეიმის დრო ჯერ არ დამდგარა. ეს დროც მოვა.


ჩვენ გავდივართ ტრანსფორმაციის პერიოდს. ეს მტკივნეულია, სამყარო დიდ ცვლილებებს განიცდის და ახლა კოსმოსში „ცუდი ამინდია“ – ელავს, ჭექს, ქუხს და უზარმაზარი კოცონი ანთია. ეს საშიშია. შენ უსუსური ხარ!


საქართველოში მოსალოდნელია მიწისძვრები, წყალდიდობა, ქარიშხალი

ჩვენ ეს ყვლაფერი შეგვიძლია შევაჩეროთ, დადებითი ენერგით, სიკეთით და ერთმანეთის მიმართ სიყვარულით.
როცა ბავშვი იბადება, ის საოცარ ტკივილს განიცდის, პირველი ჰაერის ჩასუნთქვა ხსნის ფილტვებს და ტკივილისგნ იწყებს ტირილს.
ახალი სიცოცხლე დაიწყო.
ჩათვლეთ, რომ ჩვენ მალე უნდა დავიბადოთ, ფილტვების გახსნა ჯერ კიდევ წინ არის.


სამყარო ვითარდება და ჩვენც უნდა დავეწიოთ ამ განვითარებას, ავიმაღლოთ ცნობიერება, თორემ დავიღუპებით!


ვხედავ, ჰორიზონტზე გმოჩნდება ქალი, რომელიც ხელისუფლების მართვის სადავეებს აიღებს ხელში.


საქართველო და ქართველები ღმერთს უყვარს, ჩვენ ეს სიყვარული უნდა მივიღოთ რათა გადავრჩეთ!


საქართველოს საპატრიარქოში ვხედავ დიდ სიმძიმეს, დიდ არეულობას, ჯერ-ჯერობით სამღვდელობა დინებას მიყვება, დიდი დანაკარგის გამო წყლის სათავე დაშრება. მოედინება სისხლი, წყალობა კი ამის შემდგომ მოვა!
არსებულ ხელისუფლებას ვურჩევ: თავიდან უნდა დაიბადოთ, თავიდან უნდა შეიქმნათ. ერთობა უნდა აღდგეს მმართველ ძალაში.


დიდი თანამდებობის პირი მიდის, მისი ჩანაცვლება რთულია.
მწყემსი გადის, მისი ჩანაცვლება დიდი სკანდალს გამოიწვევს.


ხოლო ოპოზიციურ ძალებს ვურჩევ ნუ დახარბდებით არსებულ სიტუაციას, იყავით მოთმინებით. ახლა არ არის აქტიურობის დრო. ახლა აქტიურობა თქვენთვის დამღუპველია. მოირგეთ კეთილი დესპანის როლი და დაეხმარეთ ხელისუფლებას გაძლიერებაში.

მე მჯერა, რომ შენ კითხულობ ამას…

                                                             ანზორ ოდიშარია"

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved