• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
10:16 07-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

“ოცნების’ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი არ არსებობს. როგორც მან 21 ივლისს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემაში „ღამის კურიერი“ თქვა, ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ტექნიკური საკითხია და ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს.

„აქ საუბარია ერთადერთ რამეზე ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები… ვიზალიბერალიზაციას არავითარი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ ზრდასთან… ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს,“ — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას მინუსიც აქვს, მიგრაციის წახალისება, რაც, მისი თქმით, უკვე გამოჩნდა ბალტიის ქვეყნების მაგალითზე.

„ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში 400 000-ით. ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპზე“, – თქვა კობახიძემ.

ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს სრულიად განსხვავებული კონტექსტით იყენებდა “ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2019 წელს.

“რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რა დეფიციტიც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ბულგარეთი – ასეთივე გაცლილია, როგორც საქართველო. ეკონომიკური სხვაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის. შესაბამისად, სადაც მაღალია ხელფასები, იქ გადაედინება მუშახელი. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები. ლიტველი რომ მიდის გერმანიაში სამუშაოდ, ჯდება ტრანსპორტზე და ბრუნდება, როცა უნდა უკან და მოწყვეტილი არ არის სამშობლოს”, – განაცხადა ივანიშვილმა 2019 წლის ნოემბერში.

ასევე, კობახიძის განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარსულში განსხვავებული იყო. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას 2017 წელს, ის უვიზო მიმოსვლის მიღწევას საქართველოს ევროპასთან დაახლოების მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებდა, რასაც სრულად “ქართული ოცნების” მიღწევად მიიჩნევდა.

“ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის ერთსულოვნების, შრომისა და მოთმინების შედეგია. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას”,“ — ამბობდა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved