კლინიკა „ვივამედის“ დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გარდაცვლილი პაციენტის ნათესავმა დაჭრა, მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მას ოპერაცია უტარდება.
კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ, რატომ შეიჭრნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები საავადმყოფოში, რადგან მედპერონალთან პრეტენზიები არ ჰქონიათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები