• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი” – როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი” – The Guardian

ალია ავტორი - ალია
14:57 05-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,864

“ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი – როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი“, – ამ სათაურით ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი ბაჩიაშვლთან გუშინ ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ინტერვიუში ბაჩიაშვილი მის შესაძლო მკვლელობაზე და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. ამასთან, მისი თქმით, “მკვლელობის ბრძანება” ივანიშვილის გაცემული არ არის. ამავე კონტექსტში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი “ჩრდილოეთ კავკასიიდან ჯგუფებზე, სავარაუდოდ, ჩეჩნებზე” საუბრობს.

“[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [მკვლელობის] ბრძანება გაცემულია… მეშინია, რომ ეს შეიძლება საიდუმლო სამსახურებიდან ან რომელიმე ქვეყნის ძალებიდან მოდიოდეს, რომლებსაც ივანიშვილის უფრო დასუსტება სურთ. თუ მას მკვლელობაში დაადანაშაულებენ, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსია, რომ ის აშშ-სთან ნორმალურ დიალოგს შეძლებს, ან უფრო მეტად დაადანაშაულებენ. ივანიშვილის ძალაუფლებას მისთვის ეგზისტენციალური ღირებულება აქვს”, – უთხრა ბაჩიაშვილმა ბრიტანულ გამოცემას.

ინტერვიუში ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ თვისებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის სხვადასხვა ცხოველების ყოლით, ასევე ასწლოვანი ხეების გადაზიდვით იყო შეპყრობილი. ბაჩიაშვილის თქმით, ხეები ივანიშვილისთვის სიცოცხლის ენერგიის წყაროა.

“ის რაღაცას უნდა ფლობდეს, რომ შეიყვაროს – ასეთია მისი მსოფლმხედველობა… ის შეპყრობილი იყო თავისი მოკვდავობით. ის ყველა ამ ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურას ატარებს, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ყველა ეს გიჟური ვუდუს რაღაცეები. მისი ვუდუს ოსტატი, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს”, – თქვა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved