საფრანგეთში მცხოვრები მწერალი ნუგზარ სულა სულაშვილი:
„უფლება დამცველი ვიყავიო…
მომისმინე გენაცვალე – 2011 წელს მარსელის სასამართლოში ვიცავდი აკაკი წერეთლის ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა 5 ბინის და 21 ავტომობილის ქურდობა.
2012 წელს პარიზის სასამართლოში ვიცავდი გიორგი სააკაძის ინტერესებს, რომელმაც მკლავზე შემოიხვია 3 არაბი და ორი ალბანელი.
2013 წელს ვიცავდი ნიკო ფიროსმანის ინტერესებს, რომელიც ვისკის ქურდობისთვის ჰყავდათ დაკავებული (სხვათა შორის ერთ გამოტანაზე 12 ბოთლი გამოჰქონდა)
ამავე წელს დავიცავი დავით გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას და
და სულხან-საბას ინტერესები. აღარაფერს ვამბობ მაია წყნეთელზე, რომელსაც ლაფაეტის დაცვამ 22 წყვილი დორჩე გაბანას საცვალი გახადა.
გიორგი ფოფხაძეს ხომ იცნობთ? აი მაგ კაცმა დამირეკა და მითხრა: სულა, თუ ძმა ხარ კომისარიატში ქართველი ალუ-ბალი ჰყავთ დაჭერილი და ადვოკატს ეძებენ, იქნებ რამე მოახერხოო.
სახელი ალუ ერქვა გვარად ბალი იყო.
ჰიდა ეს ყურნა მეჭიმება, ბიძინას ინტერესებს ვიცავდიო“
კომენტარები