• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვითვლით ახლა კუბოებს?” – 1387 კუბო გვაქვს, ბატონო პაატა, ვითვლით, რამდენი გვეხოცება, ვითვლით…

ალია ავტორი - ალია
19:39 12-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თავისი “ცნობილი” განცხადება გაიხსენა, “ვერ დაითვლით კუბოებს” და თქვა:

“როცა ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი. ვითვლით ახლა?

დავითვალოთ, ხო, რამდენია? 1 200-ზე მეტია. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის? რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია დაგვეცვა”

გეტარებიათ, მერე, ჩინოვნიკებს ნიღაბი და დაგეცვათ დისტანცია, ბატონო პაატაა, ე.წ. თბილისობაზე გადაღებული ფოტოები გაგახსენოთ? სკვერების გახსნისას გადაღებული ფოტოები? მიგეცათ მაგალითი, ამდენი თვეა “ალია” ამას გთხოვდათ, მიგეცათ ხალხისთვის მაგალითი თქვენ, ჩინოვნიკებს.

კლინიკაში ადგილები გვაქვსო, მინისტრი აცხადებს და ამ დროს კლინიკაში მძიმე პაციენტი ვერ მოხვდა და 19 წლის გოგო გარდაიცვალა, არჩევნები რომ ჩაატარეთ და არჩევნების ჩატარებაზე და პოლიტიკურ პროცესებზე, თუნდაც, იმ აქციების ნებართვების გაცემაზე, პირდაპირ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რომ არის პასუხისმგებელი, მაინც ჩვენ უნდა ვითვალოთ კუბოები? მაინც ხალხის ბრალია? ზაფხულში 1000 კაციანი ქორწილების ნებართვები რომ გაეცით და აჭარა არ ჩაკეტეთ დროულად, ხალხის ბრალია? რატომ უნდა ითვალოს ხალხმა კუბოები, რადგან ხალხი წევს იმ კუბოებში, იმიტომ? სირცხვილია, ბატონო პაატა.

6 329 პაცენტიდან ინტენსიური თერაპიაში სულ გყავთ 1243 პაციენტი და აქედან მხოლოდ 378-ს სჭირდება ხელოვნური ვენტილაცია – რას ვერ მართავთ, მენეჯმენტს ვერ გაართვით თავი, მენეჯმენტს და ხალხის ბრალია?

რამდენ ხანს შეგინახავთ გულში და როგორ საჭირო დროს წამოგვაძახეთ, ბატონო პაატა, აფერუმ, თქვენ მოთმინებას!

ამის წამოძახებას სჯობდა ექიმები გადაგემზადებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები აგერიცხათ, კლინიკები გამოგეთავისულებიათ, ჯანდაცვის მინისტრისთვის, რომელმაც მაისში პოლიკლინიკების ნაწილი გააუქმა, გეთქვათ, რას აკეთებო, ფსიქოლოგების გუნდის შეკრებაზე გეზრუნათ, ოჯახის ექიმისთვის ტრენინგები ჩაგეტარებიათ…

კუბოები კი გვაქვს წამოსაძახებელი, ორი დღის წინ 19 წლის გოგო ჩავდეთ კუბოში და დღეს 24 წლის გოგო, კი გვქონია წამოსაძახებლები, აფერუმ, კიდევ ერთხელ, თუ გრამ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ და ერთ განმარტებას არ აკეთებთ, რატომ არ გადაგყავთ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები დროულად კლინიკებში, როცა, როგორც თავად ამბობთ, ადგილები ოხრად გაქვთ!

და ბოლოს, გარდაცვლილი 1387 ადამიანია, 1387 კუბო გვაქვს, ბატონო პაატა, გიყვართ თქვენ ეს სიტყვა და იყოს ასე. თქვენ ვერ ითვლით და იმახსოვრებთ, თორემ, ჩვენ ვითვლით, რამდენი გვეხოცება, ვითვლით…

თეგები: ალიაკორონავირუსიპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved