თბილისში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედების აქცია გრძელდება. ამ წუთებში ბავშვები, მშობლები და მათი მხარდამჭერები კანელარიიდან პარლამენტისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნა, შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალის ქვეყანაში შემოტანაა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები ღამეს უკვე რამდენიმე დღეა ათევენ, მაგრამ ღარიბაშვილი მათთან შეხვედრას არ თანხმდება.
„მთავარი არხი“
კომენტარები