• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვითარება სტიქიით დაზიანებულ ალავერდში – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:27 08-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოები წარმატებით გრძელდება. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის.

“პარალელურად, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით საეპისკოპოსო სახლის კონსტრუქციული მდგრადობის დასადგენად ნატურაში გრძელდება საინჟინრო კვლევითი სამუშაოები. გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება, რაც, შესაბამის საპროექტო სამუშაოებთან ერთად, ტაძარზე ჯვრის აღმართვის აუცილებელი წინაპირობაა.

ამასთანავე, ინტენსიურად მიმდინარეობს ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათისა და კარიბჭე-სამრეკლოს საპროექტო-კვლევითი სამუშაოები.

ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთ მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.
ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.” ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved