• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისზე უნდა „საქართველოს რკინიგზის“ გაყიდვა ბიძინა ივანიშვილს?

ალია ავტორი - ალია
01:18 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პრორუსული კურსი კარგა ხანია დააფიქსირა და ნაკლებად ადარდებს ქართული საზოგადოების აზრი ამ საკითხზე. „ნაცმოძრაობამ“ უამრავი სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა რუსეთს, პირველ რიგში, ენერგო–ობიექტები და ამით ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული გახადა. რაც დარჩა, იმ სტრატეგიული ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისებას „ქართული ოცნება“ აპირებს. ამ ეტაპზე ლაპარაკია „საქართველოს რკინიგზაზე“. წყაროს ინფორმაციით, რკინიგზის გაყიდვაზე მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან უკვე დაწყებულია.

–„საქართველოს რკინიგზის“ გაყიდვა 3 წლის წინ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა და მყიდველი არც უძებნია, მაშინვე ერთადერთი მყიდველი იყო – რუსეთი. რომელი რუსული კომაპნია აპირებს ჩვენი რკინიგზის ყიდვას? არ ვიცი, და არც აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომელმა კომპანიამ ან კომპანიებმა უნდა იყიდოს. დაავალებს მათ და აყიდინებს. რუსეთში ხომ ყველა ბიზნესი და ბიზნესმენი კრემლის, კონკრეტულად, უშიშროების სამსახურის მიერ კონტროლდება და ფულიც, მათი ნებართვითა და ხელშეწყობით აქვთ ნაშოვნი. „ქართული ოცნების“  პარტიული ლიდერებისგან ვიცი, რომ უჩა მამაცაშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ტრანსპორტისა და ეკონომიკის მინისტრებთან, ვიტალი სოლოვიევთან და მაქსიმ რეშეტნიკოვთან. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მაშინ გამოჩნდება ის რუსული კომპანია, რომელიც იყიდის „საქართველოს რკინიგზას“. რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. „საქართველოს რკინიგზის“ მესვეურებთან ნუ ეცდებით ამ ინფორმაციის გადამოწმებას. მათ, უბრალოდ, არაფერი იციან ამ მოლაპარაკების შესახებ. ბიძინა ივანიშვილი მათ ფაქტის წინაშე დააყენებს. ჩემის მხრიდან, შემიძლია დავამატო, რომ ეს იქნება დანაშული ქართველი ხალხის წინაშე. ერთი, რომ რუსეთს საქართველოზე უამრავი  ეკონომიკური ბერკეტი აქვს და ერთსაც ვაძლევთ. ასევე, რუსეთი სომხეთის მოკავშირეა და რკინიგზის რუსეთზე გასხვისებით, სომხეთზე ზემოქმედების ბერკეტსაც ვკარგავთ. ეს ქვეყნის ღალატია და მეტი არაფერი“ –განუცხადა წყარომ „ალიას“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved