• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისურვებდი, სააკაშვილმა უკეთ ითანამშრომლოს სამედიცინო პერსონალთან, რადგან თავისი ჯანმრთელობისთვის ეს მნიშვნელოვანია – თეა წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
12:22 12-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

თეა წულუკიანის განმარტებით, მთავრობის წევრს არ ეკუთვნის კითხვა, როგორ უნდა გადავადდეს სასჯელი, რადგან ამის არანაირი ბერკეტი მთავრობას არ აქვს.

თეა წულუკიანის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია სამედიცინო მომსახურებაზე, რაც კეთდება კიდეც და ისურვებდა, მიხეილ სააკაშვილმა უკეთ ითანამშრომლოს სამედიცინო პერსონალთან, რადგან საკუთარი ჯანმრთელობისთვის ეს მნიშვნელოვანია.

„მოდით, ყველამ გადაწყვეტილება მივანდოთ სასამართლოს, ვინაიდან პროცესი ჩანიშნულია და შუამდგომლობა არის დაყენებული მოსამართლის წინაშე. ყველანაირი ტიპის წინასწარი სურვილები, ოცნებები, მოწოდებები არღვევს სასამართლოს სიმშვიდეს, როგორც ამას ვუწოდებთ ხოლმე საერთაშორისო სამართალში, ვინაიდან მოსამართლეს სჭირდება მშვიდ გარემოში გადაწყვეტილების მიღება დოკუმენტებზე დაყრდნობით, ხოლო დოკუმენტებზე დაყრდნობით, შემდეგ იმუშავებს ხოლმე გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენის საფუძველზე. შინაგანი რწმენა კი, არ ყალიბდება აჟიოტაჟის და გარკვეული ზეწოლის ფონზე, რომლადაც, ასევე, შეიძლება, ჩაითვალოს ზოგადად განცხადებები, მათ შორის პოლიტიკოსებისგან. შესაბამისად, კი, თუ არა? როდის, სად, რატომ, რისთვის და რის საფუძველზე? – ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის მხოლოდ მოსამართლეს. მე ვისურვებდი ერთადერთ რამეს, რომ პატიმარმა განაახლოს თანამშრომლობა და კიდევ უკეთესი თანამშრომლობა იქონიოს სამედიცინო პერსონალთან, ვიდრე აქამდე ჰქონდა, რადგან მისი ჯანმრთელობისთვის ეს მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ჯანმრთელობა პირველ რიგში მასვე ადარდებს და თუ არ ადარდებს, უნდა ადარდებდეს. სახელმწიფო კი, ყველანაირად ხელს უწყობს მას, რომ პენიტენციური სამსახური და სამედიცინო სამსახური იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმი არსებობს მხოლოდ რამდენიმე და ეს რამდენიმე სინამდვილეში ძალიან ცოტაა, მაგრამ არც ერთი ეს შესაძლებლობა არ არის მთავრობის ხელში. მე გახლავართ მთავრობის წევრი. ამიტომ მთავრობას და მის წევრს არ ეკუთვნის კითხვა, როგორ უნდა დასრულდეს ან გადავადდეს სასჯელი, ამის არანაირი ბერკეტი მთავრობას და მის წევრებს არ აქვთ, ამის არანაირი ბერკერი პარლამენტს და მის წევრებს არ აქვთ. ეს ბერკეტი შესაძლოა, ჰქონდეს მოსამართლეს, თუ კი ის ამას გადაწყვეტს. არსებობს შეწყალების მექანიზმი, რომელიც ეკუთვნის პრეზიდენტს და სულ ეს არის. თუ მე არ მაქვს ბერკეტი, ესე იგი, არ ვაგებ პასუხს. მე ვაგებ პასუხს იმაზე, რომ როგორც სახელმწიფომ, მივაწოდო სამედიცინო მომსახურება, რაც კეთდება. შესაბამისად, ხელისუფლება არის პირნათელი სააკაშვილის წინაშე, იუსტიციის სამინისტროც და მთელი ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მისი გათავისუფლების ბერკეტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved