• რეკლამა
  • კონტაქტი
15:36, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“ვისწავლე, თუ როგორ უნდა გაექცე მათ, რთულია, მაგრამ მაინც ვისწავლე” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:26 03-26-2021
- მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამ წუთას წავიკითხე ალეკო შუღლაძის პოსტი-ნოველა, მორიგი ნამდვილი ამბავი, წიგნების მაღაზიაში გამოცხადებული უცნაური ვიზიტორის შესახებ. ამ ამბავში გავიგებთ, თუ როგორ ესტუმრა მის მაღაზიას ერთი პირი, რომელიც დაჟინებით და ზედმეტად ემოციურად ითხოვდა, არც მეტი, არც ნაკლები, მის მიერ გამოსაცემად “დატოვებული” ხელნაწერის უკან დაბრუნებას. საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.

ამ ამბავმა ისე გამამხიარულა, რომ გადავწყვიტე მსგავსი ისტორია მეც მოგიყვეთ, რომელიც პირადად გადამხდა თავს.

მთავრობის ვიცე-პრემიერი ვიყავი ეკონომიკური რეფორმების დარგში შორეულ ოთხმოცდაათიან წლებში. სულ ორიოდე დღის დანიშნული ვიყავი, რომ მოქალაქის ზარი გაისმა. შეხვედრას ითხოვდა. უნდოდა გადმოეცა თავისი ნაშრომი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სიხარულით დავთანხმდი. მოვიდა მეორე დღეს საშუალო ასაკის მამაკაცი. ოფიციალურად ეცვა, მაგრამ რაღაცნაირად თავისებურად. ზოლიან პერანგზე ძალიან ფართე, ყვავილებიანი ჰალსტუხი ეკეთა. პიჯაკიც რაღაც კლუბური. ეტყობა, ოდესღაც იყო მოდაში. მომიყვა, თუ როგორ წარმოუდგენია ვაჭრობის განვითარება. რაღაც სპეციფიკურ ტერმინებს იყენებდა: “ფულის ნიშნებით სახალხო მეურნეობის მომარაგება”, “ საბითუმო ვაჭრობის კოოპერატივების ფონდებით უზრუნველყოფა” და ა. შ. ჩვეულებრივი, საქმეში ჩახედული, საბჭოთა გამოცდილების, უფრო პრაქტიკოსი ადამიანის მოსაზრებებს ვისმენდი საკუთარი თეორიული ნაზავით. როგორც იტყვიან, ადამიანს იდეები აწუხებდა. როცა დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დამიტოვა ხელის საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი დაახლოებით ასგვერდიანი ტექსტი. გადავშალე და დავიწყე კითხვა. იგივე აზრები იყო, მაგრამ ძალიან უცნაური ფორმით გადმოცემული-ეს იყო პოემა, ლექსად დაწერილი კონცეფცია ქვეყანაში ვაჭრობის განვითარების პრობლემების შესახებ.

უნდა გენახათ რა ფორმა, რა შინაარსი, რა სტილი, ყველგან რითმები (არავითარი ვერლიბრი), რიტმის ცვალებადობა, როცა სახელმწიფო ვაჭრობის საკითხებიდან კერძო (კოოპერატიული) ვაჭრობის თემებზე გადადიოდა. მოკლედ, საშინელება, როგორც მხატვრული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რომ წარმოიდგინოთ, დაახლოებით ასე იწყებოდა ეს პოემა ალბათ:

“ვაჭრობის განვითარება,

ფრიად საშური რამ არი,

ოღონდ ეს უნდა გვახსოვდეს,

მოქნილობაა მთავარი”

ყოველდღე რეკავდა მდივანთან, მოხვდებოდა თუ არა მისი იდეები მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამაში.

კიდევ კარგი, მაშინ არც მობილური ტელეფონი იყო და არც მესინჯერი. ახლა არის, ახლა უფრო რთულადაა საქმე. ვერავის დაემალები. თუ გამოგივიდა და შესძელი, მსგავს იდეებს მაინც ვერსად გაექცევი-ყოველდღე ისმენ ტელეეკრანებიდან:))

ერთი რაღაც ვისწავლე მსგავსი შემთხვევებიდან: არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ასპროცენტიანები ყველაფერში, მაგრამ აქვთ რაღაც ერთზე აკვიატება, გართულება. თუ ამ ერთზე ჩაიციკლა, მორჩა, ვერასდროს ამოაგდებინებ თავიდან. ისიც ვისწავლე, თუ როგორ უნდა გაექცე მათ. რთულია, მაგრამ მაინც ვისწავლე.”

“თუ რამეს ვტყუოდე, ის ქალი დაბრუნდეს…” – რა მოხდა წიგნების მაღაზიაში?
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved