• რეკლამა
  • კონტაქტი
10:31, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვისთვისაც ჩემი პოზიცია საინტერესო და გასათვალისწინებელია, მინდა შევახსენო” – ნიკა გვარამიას წერილი

ალია ავტორი - ალია
18:51 10-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,554

ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს ავრცელებს:

,,არ ვაპირებ არც ჭკუის დარიგებას, არც უფლებას მივცემ ჩემს თავს, ინფორმაციული შიმშილის პირობებში კონსპირაციებს მივყო ხელი.
დღეს კი მთავარი მინდოდა მეთქვა: პროტესტმა გაუძლო 1 დღეში განხორციელებულ უმძიმეს ორმაგ დარტყმას და 24 საათიც არ დასჭირდა, რომ იგივე დროს, იგივე ადგილიდან ხმამაღლა ეთქვა, ჩვენ ისევ აქ ვართ! ჩვენ ვაგრძელებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!

ახლა ყველაზე ცუდი სიტყვები/განწყობები არის „ხომ ვამბობდი“, „ესენი ვინ ყოფილან“ და მსგავსები. ჩემს მეგობრებს და მათ, ვისთვისაც ჩემი პოზიცია საინტერესო და გასათვალისწინებელია, მინდა შევახსენო: მორალურ უპირატესობას ნიშნისმოგება არ სჭირდება, პირიქით, დაგაკარგვინებთ. მართალი რომ იყავი, იმაზე უსასრულო ლაპარაკი, სიმართლეს აუფერულებს. მესმის, რომ ბოლო სამი თვე უმძიმესი გქონდათ. ყველაზე რთული მდგომარეობა იყო, რადგან ორივე მხრიდან დარტყმებს იღებდით. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ აპლოდისმენტებისათვის და ნიშნის მოგებისათვის ხომ არ ვაკეთებდით ამას? ხომ საერთო საქმისთვის ვაკეთებდით? ხოდა ამ საქმეს ახლა ნიშნისმოგება კი არა, გადაფურცლა სჭირდება.
რევოლუციის ლოგიკა ცინიკურია: ოლიმპიური სისტემასავითაა – წააგე-წადი (ციხეში), თუ გაიმარჯვებ, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. არ მგონია ეს ვინმეს არ სცოდნოდა. ამიტომაცაა უმძიმესი ტვირთი მისი საკუთარ მხრებზე წამოკიდება და სწორედ ამ თავგანწირვისთვის იმსახურებენ რევოლუციური კომიტეტის წევრები პატივისცემას, თანაგრძნობას და მხარდაჭერას, ცხადია, მაგრამ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს მათგან სიმართლეს.
ახლა რა მგონია „წინ ბევრი საქმე“. ბიძინას ყველაზე მეტად რა ტკივა, ეს კარგად ჩანს და არჩევნების დღეს მის მედიის წინაშე გამოჩენაშიც ცხადად იგრძნობოდა. ესაა სანქციები და ამ სანქციებამდე უმნიშვნელოვანესი გზა გავიარეთ ყველამ ერთად. სამი საყრდენი აქვს ამ წარმატებას და 4 ოქტომბრის ორმაგი დარტყმის ამოცანა სამივეს ჩამოშლა იყო. პირველი, ოპოზიციის ართანამშრომლობა. ამ მხრივ უმთავრესი იყო და რჩება ოპოზიციის უარი საპარლამენტო მანდატებზე. ამაზე მნიშვნელოვანი არც ფორმით და არც შინაარსით, არაფერი გაგვიკეთებია პოლიტიკოსებს. სწორედ ამის პირდაპირი შედეგია რეჟიმის არალეგიტიმურობა, რაც, თავის მხრივ, მთავარი (მაგრამ არასაკმარისი) წინაპირობაა ქოცების საერთაშორისო იზოლაციის და სანქციების. ამის გადახედვა უბრალოდ დაუშვებელია. ლეგიტიმაციის მიმართულებით დარტყმა იყო არჩევნებში მეინსტრიმული პარტიების შეთრევა. საბედნიეროდ, მათი მონაწილეობით „თვითმმართველობის არჩევნების“ შედეგები ლეგიტიმური ვერ გახდა – ბევრგან 100%-იანი შედეგები, არც ერთი რეალური დამკვირვებელი, თბილისში ისტორიაში უმდაბლესი გამოცხადება – 1/3-ზე ნაკლები (და რომ არ შესულიყო ოპოზიცია, საერთოდ ¼ არ იქნებოდა). ყველაფერ ამან განაპირობა უკვე ამ არჩევნების არაღიარებაც და ამჯერად კალაძის სტატუსიც „ე.წ. მერია“. არცერთი საერთაშორისო მილოცვაც არ არსებობს, პირიქით – უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურებებია. და ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავენ. მოკლედ ბოიკოტი შედგა, არჩევნები კი ვერა.
ეს ყველაფერი არამც და არამც არ მიმაჩნია არჩევნებში მონაწილეთა მიმართ თავდასხმების საფუძვლად. პირიქით, კვლავ უნდა გამოვნახოთ ერთმანეთამდე მისასვლელი გზა. მეორეს მხრივ, პირიქით, არჩევნებში მონაწილეთა მხრიდან თავდასხმები უკიდურესად გასაკვირია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კოალიციის მიერ გინდ მანდატებზე უარი, გინდ არჩევნებში არშესვლა ზევიდან-ქვევით ვერტიკალში არ გადაწყვეტილა. პირიქით, ამომრჩეველმა მოითხოვა ეს ჩვენგან და ჩვენც მათი მოთხოვნის ადეკვატურები ვიყავით.
მეორე – ოპოზიციის უცხოელებთან მუშაობა. აქამდე ეს უკიდურესად წარმატებულად მიდიოდა და, მჯერა, პირველ რიგში, ამიტომაა დაპატიმრებული პოლიტიკურ ლიდერთა დიდი ნაწილი, რაც ოპოზიციის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. და მესამე და მთავარი – პროტესტი. პროტესტს დღეს პირველი და მეორე ფუნქციაც აქვს შეთავსებული: პარლამენტში ოპოზიციის შესვლის პრევენცია და სანქციებზე მუშაობა. ამიტომაც, ვფიქრობ, დიდი აქციებია: საჭირო ერთ შაბათს დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით „დაასანქცირეთ ბიძინა“, მეორე შაბათს ევროკავშირის და საქართველოს დროშებით „დაასანქცირეთ რეჟიმი“, მესამე შაბათს ამერიკის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით მიიღეთ „MEGOBARI ACT“. ეს კონკრეტულ მიზანსაც დასახავს, საერთაშორისო მედიის და პოლიტიკის რადარებზეც დააბრუნებს პროტესტს და, დიდი ალბათობით, წარმატებასაც მიაღწევს და ასე საჭირო გამარჯვებების გამოცდილებას განაახლებს. მე ასე ვხედავ პროტესტის განვითარებას უახლოეს კვირებში, თუმცა ჩემი გადასაწყვეტი არ არის.
ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! ყოველ დღე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 313 დღე.
ბოლოს, კვლავ გილოცავთ გამარჯვებას უმძიმეს გამოწვევაზე და ჩემ თავსაც ვულოცავ თქვენნაირი გაუტეხელი პატრიოტების თანამებრძოლობის პატივს.

ოლიგარქია უნდა დაემხოს! გაუმარჯოს საქართველოს!“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved