2026 წლის 16 აპრილიდან საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასები იცვლება, თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება აბასთუმნის თავზე. ვისთვის “კეტავენ” ცას? – ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება “რადიო თავისუფლებამ” ჩაატარა.
გამოცემის ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში იცვლება რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტრასა, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.
სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.
აღნიშნულზე “რადიო თავისუფლების” წყაროები საავიაციო ინდუსტრიიდან და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებიდან ირწმუნებიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა “ბიძინა ივანიშვილის ახირება” უფროა. “ქართული ოცნების” მილიარდერ დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.
ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსი ნახეთ მითთებულ ბმულზე: www.radiotavisupleba.ge
















კომენტარები