• რეკლამა
  • კონტაქტი
23:57, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისი ეშინიათ ეპისკოპოსებს და რატომ? – “საქმე გვქონდა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასთან” – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
00:04 02-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დღევანდელ ინტერვიუს ეხმიანება და წერს:

“გოგაშვილი ლაპარაკობს მოდიფიცირებულად, რაღაცას ამბობს და რაღაცას – არა. რატომ – სხვა საქმეა. ყველაზე რეალური ვერსიის მიხედვით, გოგაშვილი ერიდება მოყვეს ის ეპიზოდი, რომლის მიხედვითაც შორენა რომ შეიტანდა საჭმელს პატრიარქთან და პატრიარქი გარდაიცვლებოდა, მერე უკვე შორენას დააკავებდნენ პატრიარქის მკვლელობაზე. ამით გოგაშვილი ერიდება პატრიარქს, რომელმაც სიმართლეზე მეტად ოჯახის წევრები უფრო დაიცვა. თუმცა საუბრის ერთ ნაწილში მიანიშნებს კიდეც ამაზე.

როდესაც „ციანიდის საქმეზე“ სასამართლოში ვიყავი, ვთქვი, რომ იმ ბრალდებაზე რომელიც წაყენებული ჰქონდა დეკანოზ მამალაძეს, ის უდანაშაულოც იყო და მე მითუმეტეს არაფერი მესაქმებოდა. რამდენიმე წლის წინ და ახლაც, ვამბობდი და ვიმეორებ, რომ ჩემი აზრით, მაშინ საქმე გვქონდა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასთან, სადაც ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი. ცხადია, დეკანოზ მამალაძეს ჰქონდა რაღაც კავშირი (არ ვიცი, რა დოზით, რა მიზნით, რა როლი ჰქონდა დაკისრებული) ამ პროცესთან, მაგრამ არა ის, რაც მისი გასამართლების და სასჯელის ფორმულირება გახდა. დეკანოზი აღმოჩნდა მარტო, მაგრამ პროცესში ჩართული იყო ოხანაშვილიც, რომელიც არაერთ მღვდელმთვარს დღესაც ურჩევნია, რომ იყოს იქ, სადაც ახლა არის – შორს, რადგან დიდი ალბათობით, არაერთ ეპისკოპოსზე ჰქონდა კომპრომატები, რის გამოც მისი დღემდე ეშინია რამდენიმე ეპისკოპოსს.

გოგაშვილი ლაპარაკობს სხვა ადამიანების თანამონაწილეობაზე – რაც უნდა იყოს „ციანიდის საქმის“ სამართალწარმოების განახლების საფუძველი. ასევე ლაპარაკობს საქმის კვალიფიკაციაზე, რასაც არ აზუსტებს, მაგრამ თავისთავად საქმის გადაკვალიფიცირების სრული საფუძველია.

იმ დროსვე ვლაპარაკობდი იმაზე, რომ პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მამალაძის დაჭერის მიუხედავად, მთავარი ორგანიზატორები საქმის აქტიურად დარჩნენ საპატრიარქოს და სინოდის მნიშვნელოვან ნაწილში, ზოგიერთ ეპისკოპოსს საპატრიარქო ამბიციების უკან გადაწევა მოუწია, ამ ჯგუფში კი გაჩნდა ბზარი და რამდენიმე იერარქს შორის კონფლიქტიც, შესაბამისად, ჯგუფი გაიყო, ზოგიერთი ჩამოშორდა, ზოგმა აქტიურად და ზოგმა შეფარულად გააგრძელა იგივე ტიპის საქმიანობა. შემდეგ ეტაპზე კი დაიგეგმა პატრიარქის მორალური სიცოცხლისუნარიანობის დარღვევა და დისკრედიტაცია, რაც რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო კიდეც ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა.

გოგაშვილის საუბარში „სამების დაწვის“ საკითხშიც გამოჩნდა დამატებითი გარემოებები, რადგან გოგაშვილი მოქმედ ჯგუფს (მამალაძე, მამალაძე, ოხანაშვილი) ინტერესების მქონე პირებად ასახელებს, ასევე ბიზნესის წნეხზე პატრიარქის სიძის მხრიდან, რომლის უკანაც, ბუნებრივია, იდგა პატრიარქის სიძესთან დაახლოებული პირები, განსაკუთრებით სასულიერო იერარქები.

მაღალჩინოსნის საჯარო საუბრის შემდეგ, პროკურატურამ უნდა დაჰკითხოს სოსო გოგაშვილი და რამდენიმე საქმის მიმართ ხელახლა აღძრას სისხლის სამართლის პროცესი.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი, უსაფრთხოების თანამშრომლები, მითუმეტეს მაღალი თანამდებობის პირები ან ყოფილი თანამდებობის პირები ამ ყველაფერზე არ უნდა ლაპარაკობდნენ საჯაროდ წლების შემდეგ, არამედ როდესაც თანამდებობაზე იყვნენ, შესაბამისად უნდა ემოქმედათ.”

თეგები: არჩილ გამზარდიასოსო ოხანაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved