• რეკლამა
  • კონტაქტი
18:06, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვისაც ტვინი აქვს, მიხვდება, რომ ნატო-ს კარებზე კაკუნის ეპოქა სრულდება“ – გიგლა ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
01:32 02-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

ირინე გოგოსაშვილი

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა, როგორც მასპინძელმა ჩინეთის რესპუბლიკამ, ასევე რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ პრეზიდენტ პუტინის მეთაურობით, მაქსიმალურად გამოიყენეს მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტებზე ხელმოსაწერად და ახალი მსოფლიო წესრიგის დასაანონსებლად!!!

მოეწერა ხელი დოკუმენტს, სადაც “ჩინეთი და რუსეთი ერთობლივად ეწინააღმდეგეებიან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და მოუწოდებენ ნატოს წევრ ქვეყნებს პატივი სცენ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას”!!!

მერე, რააო? – იტყვის ბრიყვი, მაგრამ თუ იმას გავითვაისწინებთ, რომ ჩინეთი 1964 წლიდან ბირთვულ იარაღს ფლობს! მსოფლიო ეკონომიკის გიგანტია და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთის ათეულობით ტრილიონი ვალი აქვს! ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და იმავდროულად მსოფლიოში რიცხობრივად ყველაზე დიდი არმია ჰყავს უახლესი იარაღით აღჭურვილი და ა. შ, გამოდის რომ -მსოფლიო ახალი წესრიგის დასამყარებლად -ორი ერთის წინააღმდეგ თანაფარდობას ვიღებთ, ხომ ასეაა?

სწორედ რუსეთ-ჩინეთის უპრეცედენტო ხელშეკრულებაზე სასაუბროდ დავუკავშირდით აღმოსავლეთმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორს, პოლიტიკოს გიგლა ბარამიძეს…

– ბატონო გიგლა! პეკინის ოლიმპიადის გახსნაზე, დასავლური მედია ირონიულ აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა! მეტიც, მსოფლიო პრესა ვლადიმერ პუტინის დაღვრემილი სახის ფოტოებს აქვექნებდა სათაურით- პუტინს უკრაინის დაპყრობის გეგმაზე,დასავლეთმა ააღებინა ხელიო და ა. .შ… როგორც მოსალოდნელი იყო, მყვირალა საუთაურების მიღმა მიიჩქმალა უმთავრესი-რუსეთ-ჩინეთის უპრეცენდენტო ალიანსი, რაც სულ მალე მსოფლიო წესრიგს, რადიკალურად შეცვლის… ხომ ასეაა?

– მივესალმები ,,ალიას,, მკითხველს და აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენი შეკითხვის არსს და რეალობას ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ! დავიწყოთ იმით, რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისა ყველა გამოცემისა, მოვუწოდებ უფრო მეტი პროფესიონალიზმი და პატივისცემა გამოხატონ ნებისმიერი ქვეყნისა თუ ქვეყნების მიმართ და გაუსწორონ თვალი სიმართლეს!

400 დღეა, რაც ჩინეთის პრეზიდენტი არავის შეხვედრია პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ დედამიწის ზურგზე, მითუმეტეს პოლიტიკოსს, ვისაც პირველად

შეხვდა, ხელი ჩამოართვა დელეგაციის წევრებიანად ეს იყო რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და მისი თანმხლები პირები!!

მოგეხსენებათ, ასე სპონტანურად არ ხდება არც ხელის ჩამორთმევა და მითუმეტეს არც ამოდენა მნიშვნელობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა… რათქმაუნდა ორივე სახელმწიფომ,  დიდი  სამუშაოები გასწია და დააგვირგვინა ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე, რამდენიმე საათით ადრე!!

ეს გახლავთ ისტორიული, უპრეცენდენტო ხელშეკრულება  და ახლავე მოგახსენეთ რატომ…

დაიწყო ახალი ერა, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომელც უნდა იყოს ყველასთვის ურთიერთ პატივსაცემი და ურთიერთხელსაყრელი! ხელმოწერილია დეკლარაცია სადაც ვკითხულობთ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობას საზღვრები არა აქვს!

ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის მოთხოვნას-ნატო არ გაფართოვდეს აღმოსავლეთისკენ!!

ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს,  საშუალო და მცირე ზომის რაკეტები არ განთავსდეს ევროპის ქვეყნებში!!

ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს – დასავლეთის ქვეყნებმა  პატივი სცენ და ნებისმიერი ,,ფერადი რევოლუციების,, საფარქვეშ არ უზრუნველჰყონ ამა თუ იმ ქვეყანის საქმეებში უხეში ჩარევა!

რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ტაივანს ჩინეთის შემადგენლობაში აღიარებს!!

რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას….

რუსეთი 2024 წელს  ჩინეთში ახალი გაზსადენის  მეშვეობით 14 მილიარდ კუბურ  მეტრ გაზს მიაწვდის, რომელიც  200 მილიარდ  კუბურ მეტრქმდე უნდა გაიზარდოს მომდევნო წლებში!!

კიდევ ბევრ რამეს მოეწერა ხელი, მაგრამ რომ არ გამომრჩეს, აქვე დავამატებ- წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით, აზიის მხარეს ,,ნატოს,, გაფართოების  წინააღმდეგია როგორც ჩინეთი ისე რუსეთი და ახლა, პუტინს დაღვრემილს გადაუღებენ ფოტოს თუ გაღიმებულს-რეალობა ის არის რაც მოგახსენეთ!

ვიმეორებ, რუსეთ-ჩინეთის  ხელშერულებამ შოკში ჩააგდო მსოფლიო პოლიტიკური საზოგადოება, რადგან თამაშში ოფიციალურად ჩაერთო მე 3  ახალი მეგა სახელმწიფო – ჩინეთი რუსეთთან ერთად!

 ვისაც ტვინი აქვს, მიხვდება, რომ ნატო-ს კარებზე კაკუნის ეპოქა სრულდება და როგორ დასრულდება ეს ჩვენი  ქვეყნისთვის მომავალი გვიჩვენებს!!!

თეგები: გიგლა ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved