• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვისაც სპეციფიური დაავადებები აქვს, მოიმარაგოს აუცილებელი მედიკამენტები” – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
19:26 03-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,252

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

,,აზერბაიჯანის განბიტი!
«Si vis pacem, para bellum»,
თუ გინდა მშვიდობა,
ემზადე ომისთვის!
რატომ “იძახებს ცეცხლს” საკუთარ თავზე ქვეყნის მმართველი? ალიევი არც სულელი და არც თვითმკვლელი არ არის. ( მითუმეტეს არსებობს ვარაუდი,რომ ის ასაფეთქებელი, რომელიც ნახიჩევანში გამოიყენეს, აზერბაიჯანული წარმოშობისაა)
ხომ არაა ეს აღმოსავლური ეშმაკობა, ამით აიცილოს ლტოლვილთა მრავალმილიონიანი ნაკადი?
“-სად მოდიხართ ეფენდი, ხომ ხედავთ ჩემთანაც ომია?”
მოკლედ საფიქრალი ბევრი გვაქვს,რადგან ყველაფერი რაც ხდება “ყურის ძირშია”.
შორს შიში,მივყვეთ ლოგიკას.
ახლა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი მათთვის,ვინც ტურისტული სეზონისთვის ემზადება.
იცოდეთ მოსალოდნელი რისკები!
1.მიუხედავად იმისა,
რომ სასტიკად ისჯება ყველა ბლოგერი,რომელიც აუგს დაწერს სიტუაციაზე დუბაიში,ერთი რამ ცხადია,რომ დუბაი,აბუ-დაბი, ყატარი,ქუვეიტი და ზოგადად გალფის ქვეყნები მინიმუმ ერთი წლით(საუკეთესო ვარიანტში) გამოეთიშა ტურისტულ მარათონს.
2.ყველა ქვეყნის მთავრობა აკეთებს განცხადებას რომ წელს ყველამ თავი შეიკაოს მოგზაურობისგან.ევროპაც უკვე რისკის ზონაა!
3. ერთ-ერთი რისკის ზონა თურქეთი და ცხადია თურქეთის აეროპორტებია.
ყველა არსებულ განცხადებაზე დაყრდნობით ნათელია,რომ ჩვენი მეზობელი სულ მალე “ჩათრეული” იქნება რეგიონალურ კონფლიქტში.
4.საქართველო სავარაუდოდ ბოლომდე შეინარჩუნებს უსაფრთხო კუნძულის სტატუსს,მიუხედავად იმისა, რომ არ სძინავს შიდა მტერს, ხოლო ევრო-ლიბერალები კვლავ გვამათრახებენ და ვიზებით გვაშანტაჟებენ.(რაღა დროს ეგაა)
5. აქტუალური ხდება უძრავი ქონების ბაზარი, რადგან ისრაელიდან უკვე შემოდის დაკვეთა ორ და სამოთახიან ბინებზე. არსებობს გონივრული ეჭვი ,რომ ამდენი მშენებლობა საქართველოში არც თუ უსაფუძვლოდ და სპონტანურად მოხდა.სავარაუდოდ პირველ ნაკადს ამ თვის ბოლოს მივიღებთ,ანუ ადამიანებს, რომლებიც პრევენციულად ტოვებენ სამშობლოს და ეძებენ უსაფრთხო ადგილებს, როგორც ეს რუსების და უკრაინელების შემთხვევაში მოხდა.
უფრო საშიში პერიოდი მოგვიანებით გველის,როდესაც დაიძრება არა მატერიალურად უზრუნველყოფილი ,არამედ იძულებით გადაადგილებული ლტოლვილები.
აქ სავარაუდოდ, საქართველოს მოკავშირე ქვეყნების დახმარება დაჭირდება საზღვრების გასამაგრებლად.
აი აქ აიწევა დაგნარი, ვინაა მოკავშირე და ვინ თვალთმაქცობდა ეს წლები.დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.
აღდგომა და ხვალეო….
6. ოპტიმისტური პროგნოზით, პანდემიის მსგავსად ქვეყნები სრულად გადავლენ შიდა ტურიზმზე.შესაბამისად უნდა შეიქმნას ადგილობრივ ტურისტებზე მორგებული სერვისები(ამის დიდი გამოცდილება მივიღეთ პანდემიის დროს)
არაოპტიმისტურით, რაც ტრამპოს ბოლო განცხადებაზე დაყრდნობით, რომ ნარანაირი მოლაპარაკება არ იქნება-უფრო აქტუალურია!
ირანს დასაკარგი არაფერი აქვს,მაშასადამე ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდეა.
რას ვშვებით ჩვენ,როცა სამეზობლოს ცეცხლი უკიდია?
ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ფოკუს ჯგუფები,სადაც ელემენტარულ წესებს ასწავლიან,როგორ მოიქცეს მოსახლეობა მზარდი რისკების შემთხვევაში.
სამწუხაროდ ამის ცოდნა დღეს -ნულია!!!!
სამწუხაროდ კეთილმოწყობილი და უსაფრთხო თავშესაფარიც კი არ გვაქვს.
7. სასტუმროს და გასართობი ინდუსტრიის მესვეურებს ადარდებთ საბანკო დავალიანება,რომლის დაფარვა არსებულ ვითარებაში გაჭირდება.
ნუ გეშინიათ, თუ კრიზისი დადგება ბანკებიც გაჩერდება.
8. ვფიქრობ დროულად უნდა შედგეს სიები მედ.პერსონალის, პირველადი დახმარების გამოცდილების მქონე ადამიანების,ზოგადად აქტიური მოქალაქეების,ვინც კრიზისის დროს არ დაიბნევა.
9. ყველაზე უარესი- ქაოსია,შევეცადოთ არ შევქმნათ დესტრუქცია.
10. ვისაც სპეციფიური დაავადებები აქვს, მოიმარაგოს აუცილებელი მედიკამენტები, იგივე ეხება ჩვილ ბავშვთა კვებას.
მოკლედ, თუ გაფრთხილებული ხარ,შესაბამისად შეიარაღებულიც.
ჩვენ 90-იანელებს ვერაფრით ვერ გაგვაკვირვებთ.
საქართველო გადარჩება,
უბრალოდ მაინცა და მაინც “ლხინს ჭირის დროს” ნუ “მივაწვებით”.
ყველაფერს თავისი დრო აქვს!
P.S.რომის პაპმა თავის დროზე მესამე მსოფლიო ომის დაწყებად 2022 წლის 24 თებერვალი დაასახელა.
ისტორია მეორდება….“

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!

12:05 08-19-2026
ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved