• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვისაც მე სამშობლოს მოღალატე გგონივართ, ხოლო ვიწია ჯაფარიძე და ფრიდონ ინჯია პატრიოტი, არ დამენახოთ” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
23:57 05-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,383

,,კავკასიური სახლის” წევრი ლევან ლორთქიფანიძე:

,,მეგობრებო, გული არ გაიტეხოთ! პირიქით, ახლა ორგანიზების დროა, საქმის დროა.

რა არის გასაკეთებელი?

1. უნდა მივიღოთ პრეზიდენტის წინადადება და გავმართოთ რეფერენდუმი. ხალხმა უნდა უპასუხოს კითხვას “უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ კურსს?” (კითხვა პირობითია)

რიმა ბერაძე, ლევან ქარუმიძე, ბიძინა და სხვა ბრონტოზავრები არ ემხრობიან დასავლურ ინტეგრაციას, ჩვენ ვემხრობით. გამოჩნდეს ვინ არის ამ ქვეყანაში უმრავლესობა!

რეფერენდუმის ჩასატარებლად მრავალი წინაღობა უნდა გადავლახოთ, მათ შორის ათობით ათასი ხელმოწერა უნდა შეგროვდეს პრეზიდენტთან შესატანად. ეს უკვე საქმეა! ამას უკვე შრომა სჭირდება….

თუ რეფერენდუმის დანიშვნას მივაღწიეთ, შემდეგ უკვე კამპანიაა წამოსაწყები “კი ევროპას!”

2. ყველანი, ვისაც ავტორიტარიზმში ცხოვრება არ გვსურს, მხარს ვუჭერთ ევროპულ კურსს, უნდა დავირაზმოთ, ჩავიდეთ რეგიონებში, შევხდეთ ადამიანებს, პირადად უნდა ავუხსნათ ხალხს, რა დანაშაული ჩაიდინეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა და უნდა დავუსაბუთოთ, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი ერთპარტიული უმრავლესობის გარეშე! ე.წ. “hang parliament”- ზე ვსაუბრობ, შემდეგი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობა ვერ უნდა ჩამოყალიბდეს ამ დაწყევლილი კანონის გაუქმების მტკიცე პირობის გარეშე.

ზოგი მეზობლებს აუხსნის ვითარებას, ზოგი ნათესავებს, ზოგი საჯარო შეხვედრას გამართავს… რაც მთავარია, ეს კამპანიაც დეცენტრალიზებული უნდა იყოს, ყველამ თავის სოციალურ სეგმენტში უნდა იმუშავოს.

3. აუცილებელია ყველა ჩვენს ნაცნობ უცხოელს ავუხსნათ ვითარება, გავაგებინოთ, რომ საქართველოში ავტორიტარიმს ამყარებენ. უნდა მოვითხოვოთ სწრაფი, ყოვლისმომცველი, მკაცრი სანქციები ამ გადაწყვეტილების მიმღებთათვის. დასავლური ქონება და კეთილდღეობა უნდა დაკარგონ. გლობალური ომის პარტიის ტერიტორიაზე საყვარელი ადამიანების ცხოვრება თვითონაც არ უნდა უნდოდეთ, ამიტომ სანქცია ყველას უნდა შეეხოს.

ჩვენი დიასპორა აქტიური უნდა იყოს და თვეში ერთხელ მაინც ევროპის დედაქალაქებში კვლავ უნდა ისმოდეს ქართულენოვანი ხმაური.

რუსეთის ხომ ეშინიათ, დროა შეეშინდეთ დასავლეთისაც.

4. სხვების არ ვიცი, მაგრამ ამ კანონის არცერთ ხელმომწერს მე არ მიესალმები ან თუ მივესალმები ყველაფერს პირში მივახლი.

5. საჯარო შეხვედრებზე, თავყრილობებზე ზრდილობიანად, კულტურულად უნდა მივანიშნოთ ყველა სალახანას, რომ საშინელი ცოდვა ჩაიდინეს. ყველამ უნდა იგრძნოს დისკომფორტი, ვალოდია ჯინჭარაძის დონეზეც კი!

6. არ არის აუცილებელი ყოველდღიური მასობრივი დემონსტრაციები. თვეში რამდენჯერმე უნდა გაიმართოს გენერალური მსვლელობა რუსთაველიდან ქალაქის სხვადასხვა მოედნის მიმართულებით.

7. ავტორიტარიზმი ზეწოლას გააძლიერებს, ყველა შემთხვევას სოლიდარობის მძლავრი დემონსტრირებით უნდა ვუპასუხოთ.

8. რაც შეიძლება ინტენსიური და საქმიანი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს მეგობრებთან, რომელთაც არ უღალატიათ ჩვენთვის, ასევე პარტნიორებთან.

დღეს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ათასობით პატიოსანი ადამიანი სამშობლოს მოღალატედ ცხადდება, “ქართული ოცნების” არარაობები კი დაფნით იმოსებიან.

გთხოვთ, ვისაც მე სამშობლოს მოღალატე და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი გგონივართ, ხოლო ვიწია ჯაფარიძე და ფრიდონ ინჯია პატრიოტი, არ დამენახოთ.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved