• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ვიხილავთ “ოცნების” სიის 25-დან მე-40-ე ადგილამდე და სად იქნება ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა?

ალია ავტორი - ალია
20:55 08-24-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

„ოცნების“ სიაში ბევრი მოულოდნელი სახელი და გვარი იქნება. ეს განსაკუთრებით 25-დან მე-40-ე ადგილამდე ადამიანებს შეეხებათ. როგორც გვეუბნებიან, სიის ამ მონაკვეთში არამარტო ყოფილ თუ მოქმედ (ჰო, მოქმედ) ნაციონალებს მოვიკითხავთ, არამედ ისეთ გვარებსაც, რომლებსაც ერთი შეხედვით პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობენ. როგორც აგვიხსნეს, სიის სწორედ ეს მონაკვეთი ერგო გიორგი გახარიასა და ძალოვანებს, ანუ 15 კაცი მათ 8/7-ისპრინციპით გაინაწილეს გახარიას სასარგებლოდ. საწყისი 25 ადამიანი უშუალოდ ივანიშვილის ხელდასმული იქნება, 40-ს ზემოთ კი სიაში უჩა მამაცაშვილის და „ოცნების“ სხვა გავლენიანი „კარდინალების“ კვოტა იქნება.

როგორც იქნა, ოპოზიციაში შეთანხმდნენ იმაზე, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები გამსვლელ სიაშიც იქნებიან. ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო და ის ადამიანები გააბრაზა, რომლებიც ვერც მაჟორიტარებად დასახელდნენ და შესაბამისად, ვერც სიაში იქნებიან ისეთ პოზიციაზე, მათ რომ სურთ. ლიდერებმა ეს იმით ახსნეს, რომ მაჟორიტარული ხმების პარალელურად, ისინი პარტიული სიის ხმებსაც მოიპოვებენ და შესაბამისად, არ აპირებენ საკუთარი ნაოფლარი სხვას გაუნაწილონ. ანუ, ქვედა რგოლი კვლავ პირში ჩალაგამოვლებული და კვლავ ქუჩაში რჩება, რაც მათ დიდად არ მოსწონთ და ამის ნიადაგზე სერიოზული უკმაყოფილებაცაა. უფრო მეტიც, რამდენიმე კვლევის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტი არც ისე მრავალპარტიული იქნება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და იმ ნულოვანი ბარიერის გადალახვა, ბევრისთვის ძალიან დიდ პრობლემად იქცევა. როგორც პროგნოზირებენ, პარლამენტს გარეთ დარჩება ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას, ზურაბ ჯაფარიძის და კიდევ არაერთი ცნობილი ლიდერის პარტია. სიით ერთი კაცის გაყვანას უწინასწარმეტყველებენ ლეიბორისტებს და ის ერთი დიდი ალბათობით შალვა ნათელაშვილი იქნება, რადგან საეჭვოა, მან სიის პირველი ნომრობა დათმოს.

და ყველაზე საინტერესო – ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში გაიმართება. კახა ოქრიაშვილი არაფრის დათმობას რომ არ აპირებს, უკვე ნათლად გამოჩნდა. მას ზურგს საკუთარი ფინანსური რესურსი ისედაც უმაგრებდა, ახლა კი ჩოჩელებიც დაემატნენ და ეს სამეული ხმების მაქსიმუმის გამოწურვას სწორედ აღნიშნულ ოლქში შეეცდება. ოქრიაშვილის გოგი მეშველიანის სახით სუსტი კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და საკუთარი კანდიდატის პოზიციების გასამაგრებლად, „ოცნებამ“ თეთრიწყაროს მოქმედი მაჟორიტარი, გოდერძი ჩანქსელიანიც ბრძოლაში ჩართო. ის გამსვლელ სიაში იქნება, პარალელურად კი მეშველიანს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ამომრჩეველსა და გავლენას დაახმარს. ამიტომაცაა, ჩანქსელიანი მეშველიანს ლამის ყველა შეხვედრაზე თან რომ ახლავს და აქტიურად ეხმარება. „ოცნებას“ დიდი ალბათობით, დმანისში შანსი არ ექნება. ოქრიაშვილსა და ჩოჩელებს გაუჭირდებათ ბოლნისში, აი, დანარჩენ ორ მუნიციპალიტეტში კი ნამდვილი ბრძოლა გაიმართება და ამ ბრძოლის მოგებას „ოცნება“ თეთრიწყაროში სწორედ ჩანქსელიანის ხელთ შეეცდება.

ანი დვალიშვილი, ალია №29

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გახარიაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved