• რეკლამა
  • კონტაქტი
06:00, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის უნდა პატრიარქობა – სია ფარული ჩანაწერებიდან

ალია ავტორი - ალია
15:03 09-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

გავრცელებული ფარული ჩანაწერების კრებსში სხვებთან ერთად ასახულია არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილისა და შორენა თეთრუაშვილის მეგობარი მონაზვნის საუბარი. დასახელებულია წმინდა სინოდის ის წევრები, რომლებსაც აქვთ პატრიარქობის ამბიცია, ილია მეორეს შემდეგ – ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცლებს:

არქიმანდრიტი ფირცხალაიშვილი პატრიარქობის სავარაუდო მსურველებს შორის ასახელებს კონკრეტულ მღვდელმთავრებს.  ესენი არიან:

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობი (აქიაშვილი)

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ (გარმელია)

რა ვიცით სხვა კანდიდატების შესახებ და რამდენად რეალური ინფორმაცია მათი შესაძლოა რომელიმე მათგანი საპატრიარქო ტახტზე ვიხილოთ.

დიმიტრი შიოლაშვილი

მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში ნოდარ შიოლაშვილი, 1961 წელს დაიბადა. ბავშვობიდან იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მეთვალყურეობით. მცხეთის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1985 წელს აკურთხეს დიაკვნად. 1996 წლის ნოემბერში კი ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად და სახელად ეწოდა დიმიტრი. აი, ამ სიტყვებით მიმართა მაშინ ილია მეორემ ახალბედა მეუფეს:

„დღეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შენ ჩემი ახლობელი ხარ. ამის გამო, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. შენ მაგალითი უნდა იყო მორჩილებისა და თავმდაბლობისა, არამარტო მღვდელმთავრებისთვის, არამედ საერთოდ, სამღვდელოებისა და მორწმუნეთათვისაც“.

მას შემდეგ მეუფე დიმიტრი საპატრიარქოში ერთ-ერთ გავლენიან მიტროპოლიტად ითვლება. მის სახელთან ასოცირდება ეკლესიის შიგნით არსებული ისეთი რადიკალური დაჯგუფება, როგორიცაა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“. „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც სწორედ მეუფე დიმიტრის ხელდასხმული გახლავთ და მისი გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი მართლაც მოიაზრებოდა მომავალ პატრიარქად, თუმცა ციანიდის სკანდალის შემდეგ მან ღიად თქვა უარი საპატრიარქო ამბციებზე. „ტაბულასთან“ საუბრისას მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ აპირებს ამ სტატუსისთვის ბრძოლას და რომ სინოდის წარდგინების შემთხვევაშიც კი, მყისიერად მოხსნის კანდიდატურას.

მაშინ, მეუფე დიმიტრის ამ გადაწყვეტილების პარალელურად, თანამდებობა დატოვა მისმა სიძემ, სოსო ოხანაშვილმა, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. აგორებული სკანდალის შემდეგ ოხანაშვილმა ქვეყანა დატოვა.

აბრაამ გარმელია

ჩანაწერების მიხედვით პატრიარქობის ამბიცია აქვს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიასაც, თუმცა, როგორც ჩანს ეს ინფორმაცია არაზუსტია, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით 72 წლის მეუფე აბრაამი ასაკობრივ ცენზს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ეროვნებით უნდა იყოს ქართველი
  • უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი
  • უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება
  • ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა
  • უნდა იყოს ბერი

აბრაამ გარმელია 1995 წლის 20 ივნისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. 1996 წლის 25 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

მეუფე იობი

ჩანაწერების მიხედვით, პატრიარქობისთვის ბრძოლაში ჩაბმას უწინასწარმეტყველებენ მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობ აქიაშვილსაც. მეუფე იობი ცნობილია საჯარო პოლიტიკური განცხადებებით, მათ შორის ამბიონიდან.მეუფე იობის მხარდამჭერებად მოიაზრებენ ახალი თაობის მიტროპოლიტებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ, ეპარქიების გაყოფის შემდეგ განმწესდნენ მღვდელმთავრებად. მაგალითად, იობ აქიაშვილის გამგეობის ქვეშ მყოფ რუისისა და ურბნისის ეპარქიას სინოდის გადაწყვეტილებით, სურამი-ხაშური გამოეყო და ის ცალკე ეპარქიად ჩამოყალიბდა, თუმცა ახალ ეპარქიას, მმართველად, მეუფე იობის აღზრდილი, სვიმონ ცაკაშვილი ჩაუდგა სათავეში. ახალგაზრდა მეუფეც ცნობილია თავისი პოლიტიკური აქტივობით…

ის გახლდათ ერთ-ერთი იმ სასულიერო პირთაგან, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ღიად უპირისპირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხაშურის საარჩევნო უბანს ფიზიკურადაც კი იცავდა. მეუფე იობის გარემოცვიდანაა მარნეულის ეპარქიის წინამძღოლი გიორგი ჯანდელიანიც.

მეუფე დანიელი

კიდევ ერთი კანდიდატი საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი, 65 წლის დანიელ დათუაშვილია. საპატრიარქოში მეუფე დანიელის ამბიციების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. სინოდში მას თავისი ერთგული მხარდამჭერებიც ჰყავს და როგორც მინიმუმ, იმ სამ კანდიდატს შორის მოხვედრა არ გაუჭირდება, რომელთაგან ერთ-ერთი სინოდის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად უნდა აირჩიონ.

დანიელ დათუაშვილი 1972-1977 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში. იგი ახალგაზრდების იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის წარმომადგენელია, რომელთაც ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ, თავიანთი მომავალი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაუკავშირეს.

1981 წლიდან დავით დათუაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში. ამავე წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. II კურსიდან კი სწავლა გააგრძელა ზაგორსკის სემინარიაში დაუსწრებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ მეუფე დანიელი საეკლესიო წოდებებით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას, რაც ახალი პატრიარქის შერჩევის პროცესში შესაძლოა, მისი მთავარი უპირატესობაც იყოს.

თეგები: საპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved