ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს მდივანი, ბონდო მძინარაშვილი:
“ვახ, კაცოოო!
გაზეთის რედაქციაში ვმუშაობდი და ერთი განყოფილება რა მასალას ამზადებდა, მეორე განყოფილებამ არ იცოდა; ბოლოს ყველაფერი სამდივნოში იყრიდა თავს და მთავარმა რედაქტორმა და მე კი ვიცოდით, ვინ რა მოამზადა, მაგრამ სხვამ – არავინ!
სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურში ვმუშაობდი და, ანალიტიკოსების მომზადებული მასალების გაცნობა კი არა, როდის და რა თემაზე მუშაობდნენ, სულ ორმა კაცმა ვიცოდით – უფროსმა და მისმა მოადგილემ, ანუ მე!
ჰოდა, ეს ყველაფერი რატომ გამახსენდა:
ვის სჯერა, რომ ერთმა “ნაუშნიკიანმა” მომსმენმა “ამოიიღლიავა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ანგარიში და გაუდგა გზასა?!
თქვენ ცოტა ხომ არ გაკლიათ?”
კომენტარები